აჭარის პოლიციას კახა ბუხრაძე აღარ უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაცია „აჭარის ტელევიზიას" შსს-ში დაუდასტურეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამინისტროში ამბობენ, რომ კადრების როტაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც, საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის უფროსად გადაიყვანეს.
11-12 მარტს ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დროს, მოქალაქეთა ერთ-ერთი მოთხოვნა ბუხრაძის გადადგომა იყო.