Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონფლიქტური კოჰაბიტაცია

11 თებერვალი 2013

რადიო "თავისუფლება" სპეციალურად "ლიბერალისთვის"

8 თებერვალს თბილისში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებზე “Eurasianet.org” სარედაქციო წერილში წერს: “საქართველო: უფრო კონფლიქტი, ვიდრე კოაბიტაცია”. “პრემიერ– მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის მანკიერი ბრძოლა ძალაუფლებისთვის, როგორც ჩანს, საქართველოს პოლიტიკური გაუგებრობის მორევისკენ უბიძგებს, რომლის შედეგებიც არაპროგნოზირებადია”. 

სტატიის ავტორთა აზრით, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ივანიშვილის ათობით მომხრე და ყოფილი პატიმრები აშკარა მიზნით შეიკრიბნენ – პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად  მისულ სააკაშვილის მომხრე პარლამენტარებისა და სხვა მომხრეთა შენობაში შესვლას წინ აღდგომოდნენ. 

“თუმცა ეს აურზაური გაცილებით მეტია, ვიდრე ერთჯერადი აფეთქება ქალაქში, სადაც პოლიტიკის გამო მუშტი-კრივის გაჩაღება უცხო არ არის. მომხდარი უფრო სხვა კითხვას ბადებს: “საქართველო ნამდვილად მიიწევს თავისი ქაოტური პოლიტიკური  წარსულისკენ, თუ კანონის უზენაესობაზე დამყარებული სტაბილური მომავლისკენ?”

“Eurasianet.org” ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ შეხლა–შემოხლის შემდეგაც ყურადღების ცენტრში ის კი არ მოექცა, თუ “ვინ როგორ პატივს სცემს დაწესებულ პროცედურებს, არამედ ძირძველ საბჭოურ შეკითხვაზე – ვინ არის დამნაშავე?

მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც არ გააჩნია პოლიციაში მუშაობის გამოცდილება, ამტკიცებს, რომ ორი ალტერნატიული დერეფანი იყო შექმნილი, რომელიც პრეზიდენტის გუნდის შენობაში უსაფრთხოდ შესვლას უზრუნველყოფდა. ამის სანაცვლოდ კი პრეზიდენტის მომხრეები რატომღაც პირდაპირ ხალხისკენ გაეშურნენ.

პრეზიდეტის გუნდი კი ირწმუნება, რომ არავითარი დერეფანი არ დაუნახვს და შსს–ს უსაფრთხოების არანაირი ზომები არ მიუღია.

ორივე მხარე ამტკიცებს, რომ კანონი მის მხარესაა. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ პატივს სცემს კონსტიტუციას და ორივე მხარე... როგორც ჩანს, სულ უფრო და უფრო მიიწევს სერიოზული, ყოვლის მომცველი კონფლიქტისკენ”,– წერს “Eurasianet.org”.

“აშშ–ს ელჩი საქართველოში და კიდევ რამდენიმე ამერიკელი დიპლომატი იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეთა გამძვინვარებული ნაწილი შეეცადა საქართველოს პრეზიდენტისთვის სიტყვით გამოსვლაში ხელი შეეშალა”,– წერს “Foreign Policy”. სტატიის ავტორს ჯოშ როჯინს საქართველოში აშშ–ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის სიტყვები მოჰყავს: “ვგმობთ ასეთ ძალადობას”. 

“ძალადობა და კონფლიქტი საქართველოში არ ცხრება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ”,– აგრძელებს ავტორი – “რომლის შედეგადაც სააკაშვილის “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის მეტოქესთან მარცხი განიცადა. 

სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე 2013 წლის ოქტომბრამდე რჩება და ორივე მხარემ პირობა დადო, რომ პოლიტიკური კოჰაბიტაციის წესებს გაჰყვება. თუმცა პოლიტიკური განწყობები ამჟამად თბილისში ძალიან დაძაბულია, რაც ნაწილობრივ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნით აიხსნება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია”. 

სტატის ავტორი საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ვაშინგტონში ვიზიტს იხსნებს. რომლის დროსაც მან გამოცემას განუცხადა, რომ “დაკავებული ჩინოვნიკები ”კრიმინალები და დამნაშავეები არიან”. ამ სიტყვებმა რამდენიმე ამერიკელი სენატორი იმდენად შეაშფოთა, რომ მათ საქართველოს ახალ მთავრობას წერილით მიმართეს და მოუწოდეს თავი აარიდოს შერჩევით სამართალს”, – იხსენებს ჯოშ როჯინი.  თბილისში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით, იგი პრეზიდენტ სააკაშვილის უფროს მრჩეველს რაფაელ გლუკსმანს გასაუბრებია: “ბუნებრივია, მე მესმის, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უნდა გამოძებნონ საერთო ენა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან. მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ შეუძლიათ ზოგჯერ უფრო მკაცრი განცხადებები გააკეთონ. ეს ადგილზე ვითარების დამშვიდებას წაადგებოდა”, – ამბობს რაფაელ  გლუკსმანი.

სტატიის ბოლოს მოყვანილია აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის სიტყვები: “ჩვენ ვგმობთ ძალადობას თბილისში და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ერთობლივი კონსტურქციული თანამშრომლობისკენ, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის”. 

“Euronews”-ი წერს, რომ “ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირებისას თბილისის მერს გიგი უგულავას და რამდენიმე პოლიტიკოსს პრეზიდენტის პარტიიდან თავს დაესხნენ. პოლიცია არ ჩარეულა”. იმავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოპონენტები სააკაშვილს “ადამიანის უფლებათა შელახვასა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებენ”.

“Euronews”-ი აღნიშნავს, რომ მანამდე, ასევე ოპონენტთა გამო, პრეზიდენტს უარი ეთქვა პარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე.

“მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, იგი მილიარდერ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან რთული თანაცხოვრების გამო ბლოკირებული აღმოჩნდა... სააკაშვილის შარშანდელი აღიარებით იმის შესახებ, რომ მისი პარტია ოპოზიციაში გადადის,  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად საქართველოში, ორ მეტოქე პარტიას შორის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა”,– წერს  “Euronews” სტატიის ბოლოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^