გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის, ნილს სკოტის თქმით, ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა მისთვის „ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო".
მან იმედი გამოთქვა, რომ ამიერიდან, საქმეზე პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება.
„ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის ის ერთიანობა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებამ გამოხატა. დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ ყველა მოქალაქის მიმართ მოპყრობა იყოს სამართლიანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულების საკითხებს.
პროცესები აუცილებლად სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, სწორედ ამის წინააღმდეგ გაერთიანდა საზოგადოება. ველოდებით გამოძიების შედეგებს და დარწმუნებული ვართ, რომ ამიერიდან ეს პროცესები სრულიად გამჭირვალე იქნება“, - განაცხადა ნილს სკოტმა.