Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. საზღვრის გადმოწევას შეთხზულ „პროპაგანდისტულ სატყუარებს“ უწოდებს

05 ივლისი 2017

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 ივლისს, პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში წერია, რომ შეხვედრა შეეხება საქართველო-რუსეთს შორის ნორმალიზაციისა და განვითარების საკითხებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული კონტაქტები. მხარეები გაცვლიან აზრებს აქტუალურ თემაზე, რაც 2011 წლის შეთანხმების რეალიზებას უკავშირდება საბაჟო ადმინისტრირებისა და რეგიონული ვაჭრობის მონიტორინგის საკითხში. შეხვედრაში ორი ქვეყნის ტრანსპორტის უწყების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

სამინისტროსვე ინფორმაციით, ამ მიმართულებით მხარეებმა, შვეიცარიის მონაწილეობით, უკვე ჩაატარეს დიდი მოსამზადებელი სამუშაო. არის რეალური შესაძლებლობა, კონტრაქტებს მალე მოეწეროს ხელი, რომლებიც აუცილებელია შეთანხმების პრაქტრიკული რეალიზაციისთვის.

სამინისტრო ასევე ეხმაურება ე.წ. სამხრეთ ოსური მხარის მიერ საქართველოს ე.წ საზღვრის გადმოწევის ფაქტს:

„სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პრაღის შეხვედრის წინა დღე დაჩრდილა საინფორმაციო პროვოკაციამ. ასეთ შემთხვევებში შეთხზული „პროპაგანდისტული სატყუარები“ ძალზედ ერთგვაროვანია. თბილისიდან კიდევ ერთხელ გაისმა მტკიცებები, რომ სამხრეთოსური მხარე თავის სასაზღვრო ნიშნებს ათავსებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საკითხის განხილვა არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, როგორც წინა შემთხვევებში, დამარწმუნებლად აჩვენებს ამ აბსურდული პრეტენზიების სიცრუეს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზების მოწინააღმდეგეები ხელს ვერ შეუშლიან პრაღაში კონსტრუქციული შეხვედრის გამართვას“, - წერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზზე 4 ივლისს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

„აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფ. ერგნეთში" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^