საქართველოს ევროვნული კინოცენტრის ჟიურის გადაწყვეტილებით, 2017 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე საქართველო ანა ურუშაძის ფილმს “საშიშ დედას” წარადგენს.
ფილმი ფარული კენჭისყრით შეირჩა. ჟიურის არჩევანის გაკეთება 4 ფილმს შორის მოუწია.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
“მძევლები” (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)
“საშიში დედა” (რეჟისორი: ანა ურუშაძე)
“ლუკა” (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)
ანა ურუშაძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, საშიში დედის, მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმართა. სადაც ფილმა საუკეთესო დებიუტისთვის მთავარი პრიზი - "ოქროს ლეოპარდი" მიიღო. მთავარ როლს ნატა მურვანაძე ასრულებს.