„ქართველთა მარშის“ ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
„ქართული მარშის“ წარმომადგენლები კახი კალაძის საარჩევნო შტაბში შესვლას ცდილობდნენ. პოლიცია მათ ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევს.
აქციის მონაწილეებმა ოთხი წევრი გამოყვეს შტაბში შესასვლელად, მათ შორისაა გია კორკოტაშვილიც.
აქცია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისთანაც გაიმართა.
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანდრო ბრეგაძე „ქართული ოცნებისგან“ მიწის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გამოთხოვას მოითხოვს: „როცა ხალხს ეუბნებიან, რომ ქართული მიწა არ იყიდება, ადგნენ და თავისივე უმრავლესობის მიერ შეტანილი კანონპროექტი გამოიტანონ პარლამენტიდან"