გამოცემა Trillist მსოფლიოს ლამაზი ქალაქებისა და სოფლების ოცეულს ასახელებს, სადაც სტეფანწმინდა მოხვდა. „ამ ადგილებში შესაძლოა, მხოლოდ ფეხით, მანქანით, ან ნავითა და ბორნით მიაღწიოთ და ისინი მსოფლიო რუკაზე პატარა წერტილებითაა აღნიშნული“ - წერს გამოცემა.
Trillist- ის ჩამონათვალში შედის ისეთი ქვეყნების ქალაქები, როგორიცაა ტაილანდი, ჩეხეთი, მაროკო, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, მექსიკა, იაპონია, ახალი ზელანდია, ბრაზილია, პორტუგალია, ავსტრია, ლაოსი. გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი.
სტეფანწმინდის შესახებ გამოცემა წერს: „იშვიათად არის ასე მიმზიდველი ლანდშაფტი და არქიტექტურა. სტეფანწმინდის ყველა წერტილიდან ჩანს მთა, რომელზეც მე-14 საუკუნის ეკლესია, გერგეტის სამება დგას. სტეფანწმინდის ნაციონალურ პარკში აღმოაჩენთ ბუნებრივ ცხელ და მჟავე წყლებს. ის იდეალური ადგილია დასაბანაკებლად. რამდენიმე კილომეტრის დაშორებით არის რუსეთის საზღვარი და ახლახან გათავისუფლებული, ძალიან მეგობრული, მართლმადიდებელი ხალხისთვის უსიამოვნოა ამაზე საუბარი. უმჯობესია, ისაუბროთ, თეთრი ღვინოა უკეთესი, თუ წითელი. ქვეყანას, რომელსაც 3.5 მილიონი მცხოვრები ჰყავს, ვაზის 500-მდე ჯიში აქვს“.
ტაილანდი, კო ფჰი ფჰი
ჩეხეთი, ჩესკი-კრუმლოვი
მაროკო, შეფშაუენი
იტალია, სანტა მადალენა
დიდი ბრიტანეთი, სენტ აივს ქორნუოლი
ესპანეთი, რონდა
მექსიკა, ტულუმი
იაპონია, შირაკავა
ახალი ზელანდია, ვანაკა
იტალია, ალბერობელო
ბრაზილია, ფარატი
პორტუგალია, სინტრა
ავსტრია, ჰალშტატი
ლაოსი, ვანგ ვენგი
გერმანია
იტალია. ჩინკვე ტერე
რუსეთი, სუზდალი
საფრანგეთი, ეზი
ავსტრალია, პორტ დუგლასი