დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. საქმის განმხილველმა მოსამართლეთა კოლეგიამ, მანუჩარ კაპანაძის თავმჯდომარეობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გამართლებულ ასლან ბეჟანიძის მიმართ, ძალაში დატოვა.
2016 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა გაზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე ბრალდებულ ასლან ბ.-ს მიმართ და იგი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
საქმე ეხება 2004 წლის 27 ოქტომბერს, ქ. თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას, რა დროსაც, შელაპარაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა დავით ოთხმეზური და მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული საასმართლომ უდანაშაულოდ ცნო