Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ითვალისწინებს ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში

10 ოქტომბერი 2017

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა", რომელიც 40-ზე მეტ ორგანიზაციასა თუ მოძრაობას აერთიანებს, ადვოკატირებას უწევს ეფექტიანი და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას, მუშაობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებისთვის. მათი ავტორობით პარლამენტში უკვე ინიცირებულია ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომლის განხილვაც უახლოეს ხანში დაიწყება. „რას გულისხმობს ნარკოკანონმდებლობის რეფორმა საქართველოში" - პლატფორმის მიერ მომზადებულ მასალას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზოვთ:

რა არის ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია?

ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია გულისხმობს ნარკოტიკების მოხმარებისათვის და მცირე ოდენობით საკუთარი მოხმარების მიზნით ფლობისთვის სასჯელის გაუქმებას. ახალი კანონმდებლობის პირობებში ნარკოტიკების წარმოება, გასაღება, ზემოქმედების ქვეშ ავტოტრანსპორტის მართვა ან სხვა ქმედება რომელმაც შეიძლება სხვას ზიანი მიაყენოს - კვლავ დასჯად ქმედებად დარჩება.

როგორ განსხვავდება დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციისგან?

ლეგალიზაცია მოიცავს ლეგალური ნარკოტიკების წარმოებისა და გაყიდვის რეგულაციასა და კონტროლს (როგორც დღეს ხდება ალკოჰოლთან და თამბაქოსთან მიმართებაში). ჩვენ არ ვითხოვთ ნარკოტიკების ლეგალურ წარმოებას და თავისუფალ გაყიდვას. ჩვენ გთავაზობთ სისტემას, სადაც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება სისხლის სამართლის სისტემის გარეთ.

როგორ გამოიყურება დეკრიმინალიზაცია პრაქტიკაში?

მრავალი ქვეყანა უკვე წლების მანძილზე ახორციელებს დეკრიმინალიზაციის მოდელს. სრული დეკრიმინალიზაციის მოდელები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

საქართველოში ნარკოკანონმდებლობის რეფორმა, გარდა მოხმარებისთვის და მცირე ოდენობით საკუთარი მოხმარების მიზნით ფლობისათვის სასჯელის გაუქმება, რამდენიმე საკვანძო ელემენტს მოიცავს:

• განისაზღვრება ნარკოტიკების ოდენობის ზღვარი (მცირე ოდენობა), რომლის ფლობაც ჩაითვლება პირადი მოხმარების მიზნით ფლობად; ამ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით ფლობა იქნება დასჯადი;

• მცირე ოდენობით ფლობის შემთხვევაშიც, ნარკოტიკი ექვემდებარება კონფისკაციას;

• ნებისმიერი ოდენობით ნარკოტიკის გასაღება იქნება დასჯადი (დღეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, მცირე ოდენობით გასაღება არ ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით);

• ნარკოტიკების მოხმარება საჯარო სივრცეში იქნება დასჯადი;

• ზემოქმედების ქვეშ რისკის შემცველი საქმიანობის შესრულება (ტრანსპორტის მართვა, სამედიცინო საქმიანობა და სხვა) იქნება დასჯადი;

• ზემოქმედების ქვეშ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა იქნება დასჯადი;

• თბილისსა და რეგიონებში ჩამოყალიბდება და იფუნქციონირებს მულტიდისციპლინური (ექიმი, იურისტი, სოციალური მუშაკი) შეფასების და გადამისამართების კომისიები, რომლებიც განიხილავენ პოლიციის მიერ გამოვლენილ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის დამრღვევთა საქმეებს; კომისიების მთავარი ფუნქცია იქნება, შეისწავლოს ყველა კონკრეტული შემთხვევა (პიროვნული მახასიათებლები, სოციალური სტატუსი, რეკრეაციული მომხმარებელი თუ დამოკიდებული, და ასე შემდეგ) და მიიღონ გადაწყვეტილება პირის შემდგომი გადამისამართების თაობაზე; კომისიას ექნება უფლება, პირს დაუწესოს ადმინისტრაციული სანქციები ან შეუზღუდოს გარკვეული უფლებები;

• განისაზღვრება ადმინისტრაციული სანქციების და უფლებების შეზღუდვის ტიპი და სიმწვავე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, კომისიები გამოიყენებენ თავად ან შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს ამა თუ იმ პირის დასჯის მიზნით;

რატომ უნდა დაუჭირო მხარი ნარკოპოლიტიკის რეფორმას?

• რეფორმა საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად დავეხმაროთ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს, თუკი შევქმნით გარემოს, სადაც დახმარების მიღება, მკურნალობის და რეაბილიტაციის სერვისებთან კონტაქტი არ იქნება დაკავშირებული დაპატიმრების რისკებთან;

• რეფორმა შეამცირებს პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს და სასჯელაღსრულების სისტემებში ნარკოტიკების მოხმარების გამო მოხვედრილ ადამიანთა რაოდენობას, შეამცირებს ამ სისტემებში ფუჭად დახარჯულ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს და საზოგადოებას ყოველწლიურად დაუზოგავს მილიონობით ლარს;

• რეფორმა მნიშვნელოვნად შეამცირებს პოლიციის დროს და რესურსებს, რომელიც მომხმარებელთა დევნაზე იხარჯება და მისცემს პოლიციას შესაძლებლობას, რესურსები უფრო სერიოზულ და საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ გამოიყენოს;

• რეფორმა დაეხმარება მოქალაქეებს საზოგადოებაში და ოჯახში წარმატებულ რეინტეგრაციასა და დაბრუნებაში, ვინაიდან ადამიანებს აღარ გაასამართლებენ ნარკოტიკების მოხმარების გამო (თუ არ ექნებათ ჩადენილი სხვა დანაშაული) და ამის სანაცვლოდ შესთავაზებენ დახმარებას მის წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად;

• ნარკოპოლიტიკის რეფორმის პირობებში გაიზრდება წამალდამოკიდებულების მკურნალობის და რეაბილიტაციის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსება, რის შედეგადაც მეტი პრობლემური მომხმარებელი ჩაერთვება წამალდამოკიდებულების მკურნალობაში, გაივლის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სრულ კურსს და მიაღწევს რემისიის (ნარკოტიკების მიღებისაგან თავშეკავების) ეტაპს;

• შემცირდება დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილობა, აივ/შიდს-ით, ვირუსული B და C ჰეპატიტებით ავადობა, და ჯანმრთელობის სხვა უარყოფითი შედეგები;

რას არ გამოიწვევს დეკრიმინალიზაცია?

• რეფორმა არ გამოიწვევს ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ვინაიდან ნარკოტიკების ნებისმიერი ოდენობით გასაღება იქნება დასჯადი და პოლიციას უნარჩუნდება ყველა ადეკვატური მექანიზმი, რათა აღკვეთოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა;

• რეფორმა, სავარაუდოდ, არ გამოიწვევს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას, ვინაიდან მოხმარება, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანებს, იქნება დასჯადი; საპირისპიროდ, მოსალოდნელია, რომ მეტი პრობლემური მომხმარებლის მკურნალობაში ჩართვა და ეფექტური პირველადი პრევენციის სისტემის ამოქმედება გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^