Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოტე იოსელიანი: თავს დამესხა 15-მდე ადამიანი, თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ პოლიცია იყო

11 ოქტომბერი 2017

„ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის კოტე იოსელიანის ინფორმაციით, მისი დაკავება ძალადობის ფონზე მოხდა. როგორც კოტე იოსელიანმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მას დაახლოებით 15 ადამიანი დაესხა თავს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა.

„მე იქ კანონი არ დამირღვევია, არავისთვის მუშაობაში ხელი არ შემიშლია. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიცია იდგა და ასრულებდა უკანონო ბრძანებას, კერძოდ, ხელი შეუშალა მოქმედ დეპუტატებს საკრებულოს შენობაში შესვლაში. სახალხო დამცველის წარმომადგენელი 3 საათის განმავლობაში მეძებდა. ორჯერ შეცვალეს ჩემი დაკავების ოქმი. პირველად ჩაწერეს სრული იდიოტიზმი, რომ მე არ დავემორჩილე პოლიციის მოთხოვნას გავყოლოდი მანქანასთან, რასაც საერთოდ არ ჰქონია ადგილი. შემდეგ კი ჩაწერეს თითქოს მე პოლიციას ვაგინებდი, რაც ასევე აბსურდია, რადგან ყველას შეუძლია ნახოს, რომ გინება საპირისპირო მხრიდან იყო", - განაცხადა კოტე იოსელიანმა. 

გუშინ აქციაზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო. როგორც  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, მათი დაკავება უკანონოდ მოხდა და პოლიციამ ძალას გადაამეტა.

შსს საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე განმარტებას ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^