Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ აპირებენ მერობის კანდიდატები თბილისის გამწვანებას

17 ოქტომბერი 2017

თბილისის მოსახლეობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად გამწვანებას ასახელებს. „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა“ თბილისის მოსახლეობის საჭიროების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, თბილისელები ყველაზე პრობლემურ საკითხებად შემდეგ სფეროებს მიიჩნევენ:

საყრდენი კედლები და ავარიული შენობები;

სოციალური დაცვა;

ახალმშენებლობები;

განათლების ინფრასტრუქტურა;

გამწვანება;

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

„ლიბერალი“ გთავაზობთ თბილისის მერობის კანდიდატების ხედვას, თუ როგორ აპირებენ ისინი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მერობის კანდიდატების უმეტესობას წინასაარჩევნო პროგრამა წერილობითი ფორმით წარმოდგენილი აქვს. თუმცა დაწერილი პროგრამა არ აქვს დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, „ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატ გიორგი გუგავას, ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილს, რომელმაც, მიუხედავად „ლიბერალის“ მცდელობისა, სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხა.

„ქართული ოცნება“  - კახა კალაძე:

  • თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კომპლექსური სტრატეგიის შექმნა;
  • ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქმედითი სისტემის დანერგვა;
  • მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტების გამკაცრება;
  • მშენებლობებისთვის გამწვანების მაღალი სტანდარტების დადგენა;
  • მშენებლობის პროცესში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის მაღალი სტანდარტის დადგენა;
  • მტკვრის დაბინძურების პრევენცია;
  • ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციის გეგმის შემუშავება;
  • ახალი გამწვანებული სივრცეების შექმნა და პარკებისა და სკვერების განახლება;
  • თბილისის ზღვაზე და ვერეს ხეობაში ახალი სივრცეების შექმნის პოტენციალის შესწავლა;
  • თბილისის ზღვის ტერიტორიაზე თბილისის ახალი ზოოპარკის მოწყობა და დენდროლოგიური პარკის განახლება;
  • თბილისის ტყეების აღდგენა და განახლება;
  • ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემის მუდმივი გაუჯობესება.

„ევროპული საქართველო“ - ელენე ხოშტარია:

  • საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლება;
  • 10 წელიწადში დიზელსა და ბენზინზე მომუშავე, გამონაბოლქვის გამომყოფი ტრანსპორტის ამოღება;
  • ეკოლოგიურად უვნებელი, თანამედროვე ტრამვაისა და საბაგირო გზების განვითარება;
  • ფეხით მოსიარულეთათვის „ზებრა“ გადასასვლელების, ველობილიკებისა და საფეხმავლო სივრცეების მოწყობა;
  • მშენებლობის შეფუთვისა და ნაგვის გატანის ნორმების დაწესება;
  • სამშენებლო ნარჩენებისთვის ცალკე ნაგავსაყრელის გახსნა;
  • ბიუჯეტიდან პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში აამაღლებს ენერგორესურსების მოხმარების ეფექტიანობას;
  • რკინიგზის ცენტრიდან გადატანა და გამოთავისუფლებული ტერიტორიის ნაწილზე 20 ჰექტარზე „ცენტრალური პარკის“ გაშენება;
  • მწვანე ნარგავების მასის გაზრდა;
  • არსებული პარკების განახლება/რეკონსტრუქცია - მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით ახალი სკვერებისა და მინიპარკების განაშენიანება;
  • მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა ყოველ უბანში და ეზოში.

„დემოკრატიული მოძრაობა“ კახა კუკავა:

  • ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის შეჩერება;
  • ქალაქის მთელი დარჩენილი ტერიტორიის მწვანე საფარის, გზების და ავტოსადგომების ქსელისთვის მოხმარება;
  • ყველა ავტომანქანის კატალიზატორით აღჭურვა - დამონტაჟების ხარჯებს დაფარავს თვითმმართველობის ბიუჯეტი;
  • 2018 წლიდან სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდება მხოლოდ ელექტრომობილებზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ზაალ უდუმაშვილი:

  • თბილისის ცენტრალური პარკის აშენება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე;
  • ახალი პარკების აშენება ყოფილი ზოოპარკისა და ორთაჭალის „სამთავრობო ქალაქის“ ტერიტორიაზე;
  • სკვერებისა და ეზოების მოწესრიგება და გამწვანება;
  • გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ღია წესით, საჯარო კონსულტაციების შედეგად შერჩევა.

„ლეიბორისტული პარტია“ - გიორგი გუგავა:

  • განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადება;
  • მშენებლობის ნებართვის გასაცემად პროფესიონალთა საბჭოს ჩამოყალიბება;
  • მშენებლობის დროს მწვანე განაშენიანებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობის გათვალისწინება;
  • ჯანსაღი ხის მოჭრის აკრძალვა;
  • ახალი სარეკრეაციო ზონების გაშენება;
  • სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია;
  • თბილისში მუნიციპალური სანერგე მეურნეობის დანერგვა;
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სივრცეების ათვისება და რეკრეაციულ ზონებად გადაქცევა.

დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი:

  • ჯანსაღი ხის მოჭრის აკრძალვა;
  • გამწვანების გაოთხმაგება;
  • 1,800 ჰექტარი ბრაუნფილდების სარეკრეაციო ზონად გამოყენება;
  • მტკვრის და შენაკადების გასუფთავება, სანაპიროების რეკრეაციული ფუნქციით დატვირთვა;
  • 6 მდინარის კოლექტორის გახსნით ქალაქში აირაციის გაზრდა.

„შენების მოძრაობა“ - თენგიზ შერგელაშვილი:

  • ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება კვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამის შექმნა, რომელშიც ყურადღება დაეთმობა ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს;
  • ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის სასწავლო პროექტების შემუშავება;
  • დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით დაბინძურების შემცირების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სრულფასოვანი, თანამედროვე სისტემის ამოქმედება;
  • ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, რომელშიც დეტალურად გაიწერება სამშენებლო მათ შორის სახიფათო ნარჩენების (ვერცხლისწყალი, აზბესტი, და სხვ.), განთავსებისა და მართვის საკითხები;
  • საქალაქო სამსახურების მიერ დასასუფთავებელი საჯარო ადგილების რაოდენობის გაზრდა
  • დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესება;
  • ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესების დაცვის ზედამხედველობის გამკაცრება;
  • სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და გამართვა;
  • მწვანე საფარის გაფართოების მიზნით, მიზნობრივი მუნიციპალური პროგრამისა და მისი სამოქმედო გეგმის შექმნა;
  • შენობებისთვის გამწვანების ახალი სტანდარტის შემოღება;
  • რეგულაციების შემოღება, რომლებიც დაავალდებულებს სამშენებლო კომპანიებს, დაიცვან გარემოს დაცვის წესები და გამწვანების ნორმები;
  • ავტობუსების პარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით განახლება;
  • ჩქაროსნული ტრამვაის ხაზისა და სატრანსპორტო საბაგირო გზების მშენებლობა;
  • ტაქსების ახალი რეგულაცია და ძველი მანქანების ჰიბრიდული მანქანებით ჩანაცვლების პროგრამის ამოქმედება;
  • გათბობის ეკოლოგიურად უსაფრთხო, ეკონომიური სისტემის ეტაპობრივად დანერგვა;
  • ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

„ერთობა ახალი საქართველოსთვის“ - გიორგი ვაშაძე:

  • ელექტრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება;
  • უსაფრთხო გზები და გადასასვლელები;
  • საფეხმავლო ქუჩები და ველობილიკები
    ვერტიკალური პარკირების სისტემა;
  • ევროპული სტანდარტის ურბანული განვითარება;
  • ევროპული სტანდარტის ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სისტემები;
  • ევროპული სტანდარტის სკვერები და სარეკრეაციო ზონები;
  • მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი;
  • ვერტიკალური გამწვანება;
  • სახურავების გამწვანება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^