Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სერიალის გადასაღებ ტენდერში გოგა ხაინდრავას კომპანიამ გაიმარჯვა

27 ოქტომბერი 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის სერიალის „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ გადასაღებ ტენდერში შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენმა“ გაიმარჯვა.

შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენის“ დირექტორი და 33%-ის მფლობელი გოგა ხაინდრავაა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ტენდერი მხატვრული სერიალის (12 სერიის) წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვაზე ჰქონდა გამოცხადებული.

მიმწოდებელმა, ამ შემთხვევაში შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენმა“, უნდა უზრუნველყოს თანდართული 12 სერიის სცენარის მიხედვით მხატვრული სერიალის წარმოება და ტექნიკური უზრუნველყოფა.

ტენდერში მონაწილეობდა ორი კომპანია: შპს „კავკასიის კინოსერვისი“ და შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენი“.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 531 848 ლარი იყო. „ლე ხაინდრაო პროდაქშენი“ მომსახურებას  484 000 ლარად გასწევს. შპს „კავკასიის კინო სერვისმა“ კი უფრო ძვირი 531 848 ლარი დაასახელა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^