Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორვატია - 28-ე ევროკავშირელი

04 ივნისი 2013

2013 წლის 1 ივლისს ხორვატია ევროკავშირის წევრი ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 

ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 12 წელი და 4 თვე გაგრძელდა. “ჩვენ გამოვიყენეთ ეს დრო, რათა აგვეშენებინა კარგი ინსტიტუციური სისტემა და ქვეყანას სტაბილურობა მოეპოვებინა.”- აცხადებს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვესნა პუსიჩი. ამ გაფართოვების შედეგად ევროკავშირი სერბეთს, მონტენეგროს და ბოსნია-ჰერცოგოვინას მეზობელი ხდება.ევროკავშირის თანამდებობის პირები იმედოვნებენ, რომ ამ გაფართოვებით დასავლეთ ბალკანეთი საგრძნობლად გაძლიერდება და უფრო სტაბილური გახდება.

2007 წლის მერე ეს ევროკავშირის პირველი გაფართოვებაა. ხორვატიის ევროკავშირში მიღების შედეგად ევროკავშირის მოსახლეობა 4,2 მილიონი ადამიანით გაიზრდება.

არსებობს მოსაზრება, რომ ხორვატიას არ გაუმართლა და ევროკავშირს ცუდ დროს უერთდება, რადგან დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებსაც კი ფინანსური კრიზისის პირობებში  განვითარებაუჭირთ. მიუხედავად ამისა, ხორვატიის მოსახლეობის უმრავლესობა მაინც დიდი ენთუზიაზმით ხვდება ევროკავშირში შესვლას  და ამ ფაქტს ბოლო ათწლეულის მთავარ მიღწევას უწოდებს. 2012 წლის იანვარის რეფერენდუმში მოსახლეობის 66%-მა მხარი დაუჭირა ხორვატიის ევროკავშირში ინტეგრაციას. თუმცა, არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ბევრი ფინანსური ვალდებულების აღებასთან ასოცირდება, რასაც შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. ასევე პრობლემაა ისიც, რომ როდესაც ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება, როგორც წესი, ფასები ყველაფერზე იმატებს, ინტეგრაციიდან რამდენიმე წელში კი ეკონომიკა ბევრად მყარი და გამართული ხდება.

ხორვატიაში არსებობს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის შესახებ საერთოდ არ არის ინფორმირებული. ამა წლის მარტს ერთ-ერთმა ხორვატიელმა საკუთარი სახლის წინ ევროკავშირის დროშა გამოკიდა. ამან მისი ბევრი მეზობლის დაინტერესება გამოიწვია და ბევრი კითხულობდა, თუ რომელი ისლამური ქვეყნის  იყო ყვითელვარსვლავებიანი ლურჯი დროშა. ადგილობრივმა გაზეთმა გამოძიებაც კი ჩაატარა იმის შესახებ, კანონიერი იყო თუ არა ევროკავშირის დროშის აღმართვა სახლის წინ. მეორე მხრივ, ევროკაშირის მოსახლეობაც არ არის საკმარისად ინფორმირებული ხორვატიის ისტორიისა და კულტურული ფასეულობების შესახებ.

ხორვატიის მიმართ ისმის ბევრი კრიტიკა და უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება - განსაკუთრებით, კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები და ურთიერთობა სერბეთთან. ბოლო ხანებში ასევე აქტუალურია ტრეფიკინგის გახშირებული შემთხვევებიც. ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვიჩი აცხადებს, რომ სურს პოზიტიური ურთიერთობების დამყარება სერბეთთან და იმედი იტოვებს, რომ სერბეთიც მალე შეუერთდება ევროპის კავშირს. 1991 წელს ომის დაწყებამდე ხორვატიის მოსახლეობის 14%-ს ეთნიკურად სერბები შეადგენდნენ. დღეს მათი რიცხვი 4%-მდეა შემცირებული. მოსახლეობის ნაწილი ომის მსხვერპლი გახდა, დანარჩენისთვის კი ზეწოლის პირობებში გაუსაძლისი გახდა ხორვატიაში ცხოვრება და სერბეთში დაბრუნდა. ეს ციფრები და სტატისტიკა ხორვატიის სასარგებლოდ სულაც არ მეტყველებს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ხორვატიამ გადაიტანა ომი და იწვნია მისი შედეგები, ამას მოყვა ინფრასტრუქტურის თავიდან მშენებლობა, ტურიზმის მასიური განვითარება და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს ხორვატიას ქვეყნის არსებობის ისტორიაში ყველაზე ბევრი, 10 მილიონამდე ტურისტი ესტუმრა, განსაკუთრებით პოპულარულია ქალაქები ზადარი, დუბროვნიკი და სპლიტი, რომლებიც ულამაზესი სანაპირო ზოლით და ლამაზი არქიტექტურული ნაგებობებით გამოირჩევა.

მიუხედავად ამისა,ხორვატიას, ისევე როგორც ევროზონის ყველა სახელწიფოს, ეკონომიკური რეცესიის პრობლემა ბოლო 5 წელია აწუხებს. უმუშევრობა იზრდება და ექსპერტთა დასკვნით, წლევანდელ წელს უმუშევართა რიცხვი მოსახლეობის 20%-ზე მეტს შეადგენს, ახალგაზრდებისუმუშევრების დონე კი ბევრად უფრო მაღალია და 50%-მდე აღწევს. ხორვატიას ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ სოფლის მეურნეობის რესურსს სათანადოდ არ იყენებს - ამ სფეროს განვითარებას კი დადებითიგავლენის მოხდენა შეუძლია ეკონომიკურ ზრდაზე. ასევე მცირდება ინვესტიციების რაოდენობაც, 2008 წელთან შედარებით ინვესტორების რაოდენობამ ხორვატიაში 80%-ით იკლო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ოფიციალური ბრიუსელი იმედოვნებს, რომ ხორვატია მზად არის ევროკავშირის წევრობისათვის და ქვეყნის მიღწევებზე უთითებს, რომელთა შორისაა: წარმატებული თანამშრომლობა იუგოსლავიის ტრიბუნალთან ჰააგაში და შედეგად,ტრიბუნალში დაგროვილი საქმეების საგრძნობი შემცირება; უმცირესობათა უფლებების  დაცვის გაუმჯობესება. თუმცა ასევე არსებობს შიში, რომ ხორვატიამ, შესაძლოა ბულგარეთის და რუმინეთის მსგავსი გზა აირჩიოს და ევროკავშირში გაწევრიანებისთანავე შეწყვიტოს რეფორმების პროცესი. რომელიც დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს. კანონმდებლობა სწრაფადიცვლება, რათა ქვეყნის შიდა სამართალი შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან. თუმცა სწრაფი ცვლილებები ყოველთვის პოზიტიური არ არის - ბევრი ექსპერტი შიშობს რომ სწრაფი ცვლილებები კანონების ხარისხიანობას შეამცირებს, არ იარსებებს საკმარისი პრაქტიკადა ამით კანონის არასწორ ინტერპრეტაციას შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

კორუფცია ხორვატიაში დღემდე დიდ პრობლემას წარმოადგენს. გასულ წელს ხორვატიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ივო სანადერს, 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს უნგრულ ელექტროენერგიის კომპანიასა და ავსტრიულ ბანკთან კორუფციულ გარიგებაში შესვლის გამო. ამის შედეგადაც ქვეყნის ბიუჯეტმა 5 მილიონი ევრო იზარალა. ასევე გახმაურდა საქმე, თუ როგორ აძლევდა ქრთამს აფთიაქების ქსელი “ფარმალი” ექიმებს, რათა პაციენტებისათვის “ფარმალის” პრეპარატები გამოეწერათ.

მიუხედავად დიდი კორუფციული საქმიანობების გამოვლენისა და დასჯისა, როგორც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებიან, კორუფციას ხორვატიაში მაინც ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ისჯებიან გამოვლენილ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე პირები, თუმცა არ ხდება ქონების სათანადო კონფისკაცია.

როგორც ევროკომისარიგაფართოებისადაევროპისსამეზობლოპოლიტიკისსაკითხებშიშტეფანფულეაცხადებს, რომ “ხორვატიის ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა გახდეს კიდევ ერთი მიზეზი რეფორმების პროცესის გაგრძელებისათვის. ჩვენ ველით ხორვატიისგან უფრო მეტ ნაბიჯს კანონის უზენაესობის გასამყარებლად და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.”

ხორვატიის პრემიერ მინისტრი ენთუზიაზმით არის განწყობილი და იძლევა დაპირებებს, რომ რეფორმები აუცილებლად გაგრძელდება და ხორვატია ევროკავშირის წევრობას დაიმსახურებს. “1991 წელს ჯერ კიდევ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, როცა გამიმართლა და ჰოლანდიაში მოვხვდი იმიტირებულ სასამართლო პროცესზე. მას მერე რაც ვნახე, როგორც ცხოვრობდა ხალხი განვითარებულ დასავლეთში, ჩემთვის თვითმიზნად იქნა ჩემი ქვეყანა დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გამხდარიყო.” - განაცხადა ხორვატიის პრემიერ მინისტრმა ბიბისი-სთან ინტერვიუში.

ხორვატიის პრემიერის სტუდენტობის დროინდელი ოცნება ასრულდა. რას მოუტანს ხორვატია ევროკავშირს და პირიქით, ამას 1 ივლისის შემდგომ განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს. 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^