Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დინოზავრები იმიტომ გადაშენდნენ, რომ მათ იღბალმა უმტყუნათ

13 ნოემბერი 2017

ალბათ ყველას გაგვიგია ეს ისტორია: დაახლოებით სამოცდახუთი მილიონი წლის წინ ევერესტის ზომის ლოდი დედამიწას დაეცა; რამდენიმე დღეში დავარდა წყლის და ჰაერის გლობალური ტემპერატურა, გახშირდა მიწისძვრები და წყალდიდობები, ჰაერში გამოტყორცნილმა ნივთიერებებმა მზე დააბნელა. დაირღვა კვების ჯაჭვი, რამაც  გადაშენებამდე მიიყვანა წყლის და ხმელეთის ცხოველების 75%, მათ შორის დინოზავრები, არსებები, რომლებიც დედამიწაზე 150 მილიონი წლის განმავლობაში ბატონობდნენ.

ახლახან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასტეროიდი საერთოდ არ გამოიწვევდა მასობრივ გადაშენებას პლანეტის ნებისმიერ სხვა რეგიონში რომ დაცემულიყო. ნაშრომში, რომელიც პრეისტორიული მხეცების „უიღბლობას“ შეეხება, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ დედამიწის ზედაპირის 87% -ზე ასეთი კოსმოსური ლოდის დაცემის შედეგად ამ მასშტაბის კატასტროფის განვითარების ალბათობა ძალიან დაბალი იყო.

დინოზავრებს უბრალოდ არ გაუმართლათ, რომ ასტეროიდი დღევანდელ ნიუ-მექსიკოში, იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა, სადაც ქვებში ნახშირწყალბადების კონცენტრაცია იმდენად მაღალი იყო, რომ ჰაერში გამოტყორცნილმა ჭვარტლმა და სულფატის აეროზოლებმა გლობალური აგრილება და გვალვა გამოიწვია. ჟურნალ Scientific Report-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ტოჰოკუს უნივერსიტეტის მეცნიერები კუნიო ჰაინო და ნაგა ოშიმა ამტკიცებენ, რომ დედამიწის ზედაპირის მხოლოდ 13% შეიცავს  იმ რაოდენობით ნახშირწყალბადებს, რომელსაც მასობრივი გადაშენების გამოწვევა შეუძლია. მათი გათვლებით, მასობრივი გადაშენების გამოწვევისთვის ატმოსფეროში დაახლოებით 230-დან 2 300-მდე ტონა ჭვარტლი უნდა მოხვედრილიყო.

ნაშრომი ეყრდნობა იმ აუარებელ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც ასტეროიდთან შეჯახება დინოზავრების პრობლემების მხოლოდ დასაწყისი იყო. 2014 წელს მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი ამტკიცებდა, რომ ისინი გადარჩებოდნენ, თუ ასტეროიდი დედამიწას დაეცემოდა უფრო „ხელსაყრელ“ დროს, როცა დინოზავრები უფრო მრავალფეროვნები და სიცოცხლისუნარიანები იყვნენ. ახალი კვლევის თანახმად კი დინოზავრები იმ შემთხვევაშიც გადარჩებოდნენ, თუ ასტეროიდი უფრო „ხელსაყრელ“ რეგიონს დაეჯახებოდა. მათ ორმაგად არ გაუმართლათ.  კაიჰოს თქმით, „დინოზავრები უბრალოდ უიღბლოები აღმოჩნდნენ“. თუმცა დინოზავრების უბედურებამ ხელი შეუწყო იმას, რომ სხვა კლასის არსებები, ჩვენნაირი ძუძუმწოვრები, მოექცნენ კვების ჯაჭვის მწვერვალზე, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^