Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიჭის ყოლის სურვილის გამო, ბოლო 25 წელში 31 446 გოგო ვერ დაიბადა

16 ნოემბერი 2017

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე  2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები გენდერულ ჭრილში განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დინამიკა .

კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოც გამოირჩეოდა მამრობითი სქესის ახალშობილთა სიჭარბით, რაც დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი შეფარდების გადახრით გამოიხატა.

მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, 2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური  დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.

1990-2015 წლებში კი, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგონა არ დაიბადა.
 
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, 27 682 - გოგონა, თუმცა შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე წინა წელს. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი - 59 249-ს.
 
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში დედობის ასაკი გაიზარდა. 2016 წელს  25 წლიდან 29 წლამდე ასაკში უფრო მეტმა ქალმა გააჩინა შვილი, ვიდრე 20-24 წლამდე ასაკში. იზრდება ასევე 30-34 წლების ასაკში გაჩენილი ბავშვების რაოდენობა.
 
საყოველთაო აღწერის გაანალიზებამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოში განათლებას უფრო მეტი ქალი იღებს, თუმცა დასაქმებისას უპირატესობა კაცებს ენიჭებათ. ქალებს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ ჰქონდეთ დამოუკიდებელი შემოსავალი. 

აღწერის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის 58%-ის აზრით, ცუდ ქორწინებაში ყოფნა მარტოხელობას სჯობს. ხოლო, ქალების და მამაკაცების 70% თანხმდება იმაზე, რომ ქორწინებაში მყოფი ქალი უფრო ბედნიერია, ვიდრე მარტოხელა.
 
მოსახლეობის 92%-მა განაცხადა, რომ ქალის ძირითადი ფუნქცია ოჯახის მოვლაა. ასევე მამაკაცების 62% ფიქრობს, რომ ოჯახში გადაწყვეტილებებს კაცი უნდა იღებდეს. აღწერის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ საქართველოში მოსახლეობის 43% სამი თაობისგან შემდგარ ოჯახში ცხოვრობს. საქალაქო დასახლებაში მცხოვრები 40 წლამდე მამაკაცები უფრო ხშირად ცხოვრობენ მარტო, ვიდრე სასოფლო დასახლებაში მცხოვრები კაცები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^