იტალიური კლუბიდან გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა და მის ნაცვლად გუნდის ყოფილი მოთამაშე ჯენარო გატუზო დანიშნეს. მონტელას გათავისუფლების მიზეზი, „მილანის“ ცუდი შედეგები გახდა. იტალიის ჩემპიონატში გუნდმა ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვა. „მილანი“ ამჟამად მეშვიდე პოზიციაზეა და პირველ ადგილოსან „ნაპოლის“ 18 ქულით ჩამორჩება. ამ სეზონში მილანურმა კლუბმა 14 თამაშიდან მხოლოდ ექვსში მოახერხა გამარჯვება, კვირას „ტორინოსთან“ კი ფრე ითამაშა, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე მონტელასთვის ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა.
მონტელა „მილანს“ 2016 წლიდან წვრთნიდა. მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჯენარო გატუზო შეცვლის, რომელიც კლუბში უკვე მუშაობდა და „მილანის“ 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა.
„მილანმა“, რომელმაც იტალიის „სერა ა“ 18-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ მოიგო, 2013 წლის შემდეგ ვერ მოახერხა ჩემპიონატის პირველ სამეულში მოხვედრილიყო. წელს, აპრილში კლუბი ჩინელმა ბიზნესმენმა ლი იონგჰონგმა შეიძინა და „მილანის“ ლიდერებს შორის დაბრუნება სურს, ამისთვის კლუბმა ზაფხულში ტრანსფერებში 200 მილიონ ევროზე მეტიც დახარჯა.