Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინეს

27 ნოემბერი 2017

საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძე წარადგინა. მის კანდიდატურას პარლამენტში, უმრავლესობაში შემავალმა ექვსმა ფრაქციამ დაუჭირა მხარი. დამტკიცების შემთხვევაში ის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს შეცვლის, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ეწურება. გოცირიძის კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.

ევა გოცირიძე 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. 2016 წელს საპარლამენტო უმრავლესობამ ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატაც წარადგინა, სადაც გოცირიძემ ნანა მჭედლიძე ჩაანაცვლა. თუმცა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა 2017 წლის 24 იანვარს ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ის სია ჩააგდო, სადაც ევა გოცირიძე იყო წარდგენილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^