Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ ქსნის #7 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალი წარუდგინა

22 დეკემბერი 2017

პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი რ.ა. სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ბრალდების მხარემ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით უკვე მიმართა სასამართლოს.  

საუბარია 2009 წელს ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე. პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების დირექტორისთვის ცნობილი იყო  დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის, თენგიზ ჩქოტუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ამასთან, იცოდა, რომ მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა აუცილებელი იყო. თუმცა, გამოძიების მტკიცებით, მან გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და პატიმრის ჰოსპიტალიზაციის შესახებ კანონით დაკისრებული მოვალეობა დროულად არ შეასრულა.

„მიუხედავად მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატის არაერთი მოთხოვნისა, მძიმე ავადმყოფს არც ადგილზე გაეწია სათანადო მკურნალობა და არც დროულად იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში.   დირექტორის მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობით, უკვე კომაში მყოფი პატიმარი დაგვიანებით იქნა ჰოსპიტალიზებული  სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც განვითარებული თავის ტვინის შეშუპების გამო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

2014 წლის 20 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქმეზე  - „თენგიზ ჩქოტუა და ელისო არქანია საქართველოს წინააღმდეგ“, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე ვალდებულება აიღო.

„მითითებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. საქართველოს პროკურატურა პრიორიტეტულად აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, საქართველოს მხარეს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება. გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებს  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^