Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

25 დეკემბერი 2017

ზვიად რატიანი მკურნალობას საავადმყოფოში გადის. მისი ახლობლების თქმით, რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს გაუარესდა და საჭირო გახდა მისი სტაციონარში გადაყვანა. „ტომოგრამა გავუკეთეთ. ოფიციალური პასუხი არ ყოფილა, რაც მთავარია, ექიმის თქმით, თავის ტვინის დაზიანება არ აქვს, მაგრამ ტვინის შერყევაზე მკურნალობა სჭირდება.“ პოეტის ახლობლებმა არ იციან, დღესვე მისცემენ თუ არა მას საავადმყოფოს დატოვების უფლებას.

ზვიად რატიანი დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო ვერ გამოცხადდა. შესაბამისად, მისმა ადვოკატმა, ანა ნასრაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ პროცესი გადადებულიყო.

რატიანის თქმით, 23 დეკემბერს, ღამით მას პოლიციელებმა სცემეს. „იყვნენ აგრესიულები, მესაუბრებოდნენ ცუდად, ჩამტენეს მანქანაში. სულელურად კი ჟღერს, მაგრამ ახსენებდნენ ქურთუკს და მეუბნებიოდნენ - ეს რა ფერია, რა გაცვია ბიჭოო. რამდენიმე საათი გაგრძელდა ჩემი მანქანით ტარება აქეთ-იქით. მირტყამდნენ განუწყვეტლივ. წამიყვანეს განყოფილებაში. იქ გააფორმეს, რომ მე თურმე მქონდა დაზიანებები და ქუჩაში ვიყავი ამ დაზიანებებით და ვიგინებოდი. ყველაზე დაუნდობლად აქ გავილახე. სადღაც ათზე მეტი დაზიანება დააფიქსირა ექიმმა”, - ყვება რატიანი.

ზვიად რატიანს შსს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. პარალელურად, თბილისის პროკურატურამ ზვიად რატიანის საქმეზე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოიკითხა თავად რატიანი და დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^