Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუსი: აჰმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვარი კირნათი-მარადიდის მწვანე მონაკვეთზე გადმოკვეთა

26 დეკემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევმა თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოს ე.წ. „მწვანე საზღვარი“ აჭარაში, კირნათი-მარადიდის ტერიტორიაზე გადმოკვეთა. სუსმა დღეს პანკისის ხეობასა და თბილისში 5 ადამიანი დააკავა, რომლებსაც ჩატაევის ჯგუფთან თანამშრომლობა ედებათ ბრალად. სუსის ინფორმაციით, სწორედ დღეს დაკავებული პირების მეშვეობით შემოვიდა საქართველოში აჰმედ ჩატაევი.

სავარაუდო მარშრუტი:

„გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს აჰმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე მონაკვეთამდე. ხოლო შემდეგ დაკავებულები დაეხმარნენ მათ ამავე მონაკვეთით საქართველოში შემოსვლაში.“ - განაცხადა სუსის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კირნათი-მარადიდის სასაზღვრო მონაკვეთი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშია და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. თურქეთის ამ საზღვრისპირა სოფლებთან შემოდის მდინარე ჭოროხიც. კირნათისა და მარადიდის სოფლები თურქეთსა და საქართველოს შორის ე.წ. „მწვანე საზღვარია“. რაც გულისხმობს, რომ ამ ადგილზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტები არ არის. თუმცა, ტერიტორიას მესაზღვრეები უნდა აკონტროლებდნენ.

სუსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგინდა, რომ აჰმედ ჩატაევი თანამზრახველებთან ერთად საქართველოსა და თურქეთში ტერორისტულ აქტებს, მათ შორის, დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^