ხაიშის თემის მოსახლეობა უკვე, თითქმის 30 წელია, ხუდონჰესის პროექტის წინააღმდეგ იბრძვის. ჰესი, რომლის აშენება ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიგეგმა და მას შემდეგ მოსახლეობის წინააღმდეგობისა და სხვა მიზეზების გამო რამდენჯერმე შეჩერდა. დღეს ჰესის მშენებლობის განახლებას ინვესტორი კომპანია, "ტრანსელექტრიკა" გეგმავს. 17 სექტემბერს კომპანიის წარმომადგენლები ხაიშში, მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ, რასაც ადგილობრივები საპროტესტო აქციით შეხვდნენ.
1. ხაიშის სკოლაში დილიდან აგროვებდნენ ხელმოწერებს ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.
2. სოფელში 80-მდე ოჯახმა ხატზე დაიფიცა, რომ ჰესის წინააღმდეგ ნებისმიერ ფასად იბრძოლებენ.
3. ხაიშელები ფიცის ტექსტს ხელს აწერენ. 17 სექტემბერი, 2012.
4. ხუდონჰესის მშენებლობა 80-იან წლებში დაიწყო და დამბის ნაწილისა და რამდენიმე გვირაბის აშენება მოესწრო.
5. ინვესტორი კომპანია, "ტრანსელექტრიკას" წარმომადგენლებს 200-მდე ხაიშელმა საპროტესტო აქცია მოუწყო.
6. მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას მოლაპარაკებას სთავაზობდნენ, თუმდა ხაიშელებისათვის ერთადერთი მისაღები ვარიანტი ჰესის პროექტის შეჩერებაა.
7. ხაიშის მოსახლეობა აქციაზე ტრანსფარანტებითა და ფოტოებით მოვიდა. "ჩვენ არ გვინდა ეს ყველაფერი დაიტბოროს" ამბობდნენ ისინი.