Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფელი ხაიში - 17 სექტემბრის ქრონიკა (ვიდეო)

20 სექტემბერი 2013

17 სექტემბერს სოფელ ხაიშში ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა იყო დაგეგმილი. მოსახლეობის ნაწილმა შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ყოფილი სატყეო მეურნეობის შენობის ეზოში დაიწყო შეკრება, აქ ახლა სოფლის გამგეობა მდებარეობს. ეზოს მიმდებარედ შეკრება დაიწყეს სამართალდამცავებმაც. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ისინი შსს-ს ქვედანაყოფს წარმოადგენენ, თუმცა კითხვაზე, რატომ არიან მობილიზებულები, არ უპასუხიათ. 

მოგვიანებით გამგეობის შენობასთან მოვიდნენ სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნებიც - სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი გიორგი ხუფაცარია და მესტიის პოლიციის სამმართველოს უფროსი გიორგი სამარღანიშვილი. ადგილობრივებისა და "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის თქმით, პოლიციის ასეთი მობილიზება საჭირო არ იყო, რადგან წესრიგის უზრუნველსაყოფად ხაიშის პოლიციაც საკმარისი იქნებოდა. სამართალდამცავების ამგვარი რაოდენობის გამო კი შეიძლება ზოგს პროტესტისგან თავი შეეკავებინა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ წინა ღამით, ხუფაცარია "ტრანსელექტრიკას" დირექტორს პაატა წერეთელს ახლდა და მას ოფისისთვის საჭირო ადგილის შერჩევაში ეხმარებოდა, თუმცა ხუფაცარიამ განმარტა, რომ წინა დღეს ის ხაიშში მარტო იყო ჩასული. 

საჯარო შეხვედრის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა ადგილობრივებსა და ყოფილ გამგებელს შორისაც. დავით ჭიპაშვილი და ხაიშის მცხოვრებლები მას მიწის რეგისტრაციისას კანონდარღვევაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ გაუგებარია, როგორ მოახერხა მან მიწის დარეგისტრირება, მათ შორის ნაწილისა 2 კვირის წინ, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ, რადგან მათი მიწა "ტრანსელექტრიკას" კუთვნილებაში იყო. 

შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხაიშში ჩავიდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილიც. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^