Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბახალას“ „საბოლოო სიტყვა“

23 იანვარი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ბახალამ" დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლეს საბოლოო სიტყვით მიმართა:

„ქალბატონო მოსამართლე,

ჩემ საბოლოო სიტყვაში ყურადღებას იმ გარემოებებზე გავამახვილებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია თქვენ მიერ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან.

მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო თქვენ წინაშე, რომ ჩემ მიმართ წარმოდგენილი ბრალდება აბსურდულია და დაკავებისას მე თან არ მქონია არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება.

ასეთი რამ რომ მქონოდა, მე ნამდვილად დავთანხმდებოდით პროკურატურის შემოთავაზებას საპროცესო შეთანხმებაზე, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მკაცრია დღეს არსებული კანონმდებლობა ნარკოდანაშაულის მიმართ და ცხადია, ასეთ დიდ რისკზე არ წავიდოდი.

...მთელი ოჯახი დამოკიდებულია ჩემზე. შესაბამისად დავთანხმდებოდი იმ 1 წელს, რომელსაც მთავაზობდა პროკურატურა და გამოვიდოდი ციხიდან სასჯელის მოხდით.

...მე რომ რაიმე დანაშაულში მიმიძღოდეს წვლილი, ნამდვილად არ გავრისკავდი არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების კეთილდღეობით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ და დიდი გამოძიება არ სჭირდება იმას, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არათუ საფრთხე არ შემიქმნია  ვინმესთვის, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი სოციალურად აქტიური, დამეცვა საზოგადოებრივი სიკეთე და ეს საქმიანობა ჩემთვის არასდროს არ ყოფილა პოზა, არამედ ეს იყო მორალური მოთხოვნილება. ასე მგონია, რომ ადამიანის ცნობადობა სოციალურ პასუხისმგებლობას მხოლოდ ზრდის. რა თქმა უნდა, ამ დარბაზში ჩემი ცნობადობა არაფერ შუაშია, მე რიგითი მოქალაქე ვარ, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობა ამ დარბაზში კიდევ უფრო დიდია.

ჩემთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ამგვარი პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვდგავარ. ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებიდან დღემდე მოქმედი არაჰუმანური პოლიტიკა, საზოგადოებრივ ტკივილად იდგა. ის საპოლიციო კონტროლის, დაშინების, დევნის, შანტაჟის, ინფორმაციის გამოძალვისა და ანგარისწორების იარაღად ჩამოყალიბდა, შემდეგ კი ათასობით ჩვენი თანამოქალაქის მომავალი გაუბედურდა.

ქალბატონო მოსამართლე, ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც ცნობილია აღნიშნული პრაქტიკის შესახებ, რომელმაც საზოგადოებაში უკანასკნელ წლებში სამართლიანი, მძლავრი პროტესტის ტალღა გამოიწვია და ცვლილებებისთვის საკანონმდებლო ორგანოს კარიც გახსნა. მიმაჩნია, რომ ე.წ. ჩადების პრაქტიკა, რომლის მსხვერლიც თავად გავხდი, ზემოთ ხსენებული პრობლემის კიდევ ერთი მტკივნეული აქცენტია.

ის, რომ ეს გამოგონილი პრობლემა არ გახლავთ, მხოლოდ 2017 წელს ათეულობით გახმაურებული საქმეც ადასტურებს, რომელთა ნაწილზე სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ფაქტობრივად დაადასტურა სისტემის მნიშვნელობანი ხარვეზი.

ამ საქმეების ნაწილი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშშიც აისახა, სულ ახლახან გამოქვეყნებულ Human Rights Watch ანგარიშში, სადაც მნიშნველოვანია ასევე „ბირჟა მაფიის“ წევრების მიმართ ჩადების საქმე და პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე კეთდება.

ვფიქრობ, რომ ჩემი უდანაშაულობის კიდევ ერთი დასტური ის საკადრო ცვლილებებიცაა, რომელიც კრიმინალურ პოლიციაში განხორციელდა. მაღალი თანამდებობის პოლიციელთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც არაერთი ჩადების საქმეში ფიგურირებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც სისტემაში არსებული ხარვეზების აღიარების ტოლფასია.

ასევე, გუშინ, 22 იანვარს დამიკავშირდა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი და მომახსენეს, რომ გამოძიება დაიწყო ჩემ საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით და იმ პირების მიმართ, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ ქმედებაში და მხოლოდ ჩვენების მიცემა მოახდინეს.

ციხეში ყოფნის პერიოდში პირადად შევხვდი პატიმრებს, რომლებიც ძალადობრივი პრაქტიკის მსხვერპლები არიან. მათ საკუთარი სიმართლის დამტკიცება ვერ მოახერხეს. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც უმცირესი ოდენობების ფლობისთვის, მიკროგრამი ნარკოტიკული საშუალებებისთვის იხდიან წლობით საპატიმრო სასჯელს. სამწუხაროდ, მათი საქმეები არ გახმაურდა, ვერ გახმაურდა. მათთვის სამართალი რთულად აღსრულებადი აღმოჩნდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანამ ისინი გაწირა.

აქტიურად ვარ ჩართული მსგავს მდგომარეობაში მყოფი  პირებისთვის სამართლიანობის აღდგენისთვის  მიმდიანარე ბრძოლაში და გამიგია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეებისთვის მძიმე ტვირთად ქცეულა განაჩენის გამოტანა.

მსმენია პროცესებზე, როდესაც შინაგანი რწმენა სხვას კარნახობდა მოსამართლეს კანონი კი სხვას. [კანონი] არ აძლევდა დისკრეციას და ხშირად იძულებული გამხდარა, უმკაცრესი სასჯელი გამოეყენებინა.

შესაძლოა, მსგავსი გადაწყვეტილების წინაშე თქვენს დამდგარხართ, და დგებით კიდეც ქალბატონო მოსამართელე.  თუმცა, ვიმედოვნებ, რომ საკმარისად შევძელი ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება და პროცესის მიმდინარეობამაც იგივე დაგვანახა.

დასკვნები მომინდვია თქვენზე".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^