Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: ტაქსების რეგისტრაცია და ნებართვის აღება სავალდებულო გახდება

24 იანვარი 2018

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს კახა კალაძემ ქალაქში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

კახა კალაძის  თქმით, ქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქალაქის საცობებისგან განტვირთავა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა. 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, იგეგმება მეტროს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, იმისათვის, რომ გადაადგილების დრო შემცირდეს და მგზავრთა რაოდენობა გაიზარდოს. ასევე ავტობუსების პარკის განახლება და მათვის სპეციალური ზოლების შექმნა. 

მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში, როგორც ყველა დიდ ქალაქში, აკრძალულია ტრანზიტული მოძრაობა, მაგრამ ხშირად ამ წესს არღვევენ მცირე ჯარიმის გამო, ამიტომ ჯარიმა 500 ლარამადე გაიზრდება. 

კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც კახა კალაძემ ისაუბრა ტაქსებს ეხება. მისი თქმით, მერია მუშაობს სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა.

„თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს. ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისათვის. თბილისი იქნება ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^