გამოცემა The Pudding-მა შექმნა ინტერაქტიული რუკა - „სიმღერების კულტურული საზღვრები“, რომელზეც ნაჩვენებია, რომელი სიმღერაა ყველაზე პოპულარული სხვადასხვა ქვეყანაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
„ჩვენ რუკაზე აღვნიშნეთ სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სიმღერები, რათა გვეჩვენებინა როგორ არღვევს საზღვებს განსხვავებული კულტურის მუსიკა“, - წერს The Pudding
რუკაზე ნაჩვენებია, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარულია პუერტო-რიკოელი მომღერლი ლუის ფონსის სიმღერა - Despacito, რომელსაც საქართველოდან Youtube-ზე 1 495 895 ნახვა აქვს.
ქალაქების მიხედვით, თბილისსა და ქუთაისში ყველაზე პოპულარულია რუმინელი მომღერლის ალექს მიკას სიმღერა - Dalinda; ბათუმსა და ზუგდიდში - Despacito.