Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მე გაგიკეთეთ სენდვიჩი“ - 16 წლის რეკორდსმენი გოგოს პასუხი სექსისტურ კომენტარებზე

29 იანვარი 2018

ჯეიდ ჰემისტერი 16 წლის ავსტრალიელი გოგოა და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც ე.წ. „პოლარული ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ეს ნიშნავს, რომ მან თხილამურებით გადაიარა გრენლანდია, ჩრდილო და სამხრეთ პოლუსები.

ჰემისტერი ჩრდილოეთ პოლუსზე მოგზაურობის შემდეგ ცნობილ ფორუმ TEDx-ზეც მიიწვიეს, სადაც სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა თავის მოგზაურობაზე. ვიდეო მიმართული იყო გოგოების წახალისებაზე, რომ იბრძოლონ ოცნებების ასასრულებლად. 16 წლის ჯეიდის ვიდეოს Youtube-ზე მომხმარებელთა ნაწილი, რატომღაც, დამცინავი კომენტარებით შეხვდა. ისინი ჰემისტერს დამცინავი ფრაზით - „გამიკეთე სენდვიჩი“ გამოეხმაურნენ. ამ სლენგით ინტერნეტმომხმარებლები, როგორც წესი, ქალებს აბულინგებენ და მიანიშნებენ, რომ ისინი მხოლოდ სამზარეულოში უნდა საქმიანობდნენ.

ჯეიდ ჰემისტერი „ინტერნეტტროლებს“ სამხრეთ პოლუსიდან გამოეხმაურა. Facebook-ის საკუთარ გვერდზე მან სამხრეთ პოლუსთან გადაღებული ფოტო დადო, სადაც ხელში სენდვიჩი უჭირავს. ჯეიდი ფოტოსთან ერთად მოგზაურობის დეტალებზე ჰყვება და მისკენ მიმართულ დამცინავ კომენტარებს პასუხობს. „ამაღამ (ამ პერიოდში აქ არასდროს ბნელდება) მე ისევ გადმოვიარე სამხრეთ პოლუსი და გადავიღე ეს ფოტო სენდვიჩით. ფოტო ყველა იმ კაცისთვის, რომელიც ჩემს ვიდეოს „გამიკეთე სენდვიჩით“ გამოეხმაურა. მე გაგიკეთეთ სენდვიჩი (ყველით და ლორით), წამოდით 37-დღიან სათხილამურო მოგზაურობაში, გადმოიარეთ 600 კილომეტრი და მიირთვით.“ - წერს ჯეიდ ჰემისტერი Facebook გვერდზე.

ჯეიდმა მოგვიანებით განმარტა, რომ სენდვიჩის გაკეთებაზე ის და მისი თანმხლები მოგზაურები მთელი ექსპედიციის განმავლობაში ხუმრობდნენ, მაგრამ ბოლო წუთამდე ასეთ ფოტოზე არც უფიქრიათ. „ბანაკი, სადაც გავჩერდით, პოლუსიდან ერთ კილომეტრშია. ჰოდა, ერთხელ ვთქვით, მოდი, გავაკეთოთ, რატომაც არა“, - ყვება ჰემისტერი ფოტოზე, რომელსაც, მისი თქმით, იმაზე გაცილებით დიდი და, რაც მთავარია, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ელოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^