Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციის რიგითის წოდებრივი სარგო 3 ლარია - რა წერია შს მინისტრის ბრძანებაში

30 იანვარი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ  შსს-ში შემავალი სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების სახელფასო დანამატები, ასევე, სავალდებულო სამხედო მოსამსახურეთა ფულადი სარგო დაამტკიცა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში„  26 იანვარს გამოქვეყნდა.

ბრძანების მე-4 მუხლის მიხედვით, სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური ფულადი სარგო 33 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვრა 32 ლარის ოდენობით.

ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ  სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს III განყოფილების III ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვრა  48  ლარის ოდენობით.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მოსამსახურეთა დანამატს წელთა ნამსახურების მიხედვით – 1-დან 2 წლამდე  – 5%-ია,  2-დან 5 წლამდე – 10%; 5-დან 10 წლამდე – 15%; 10 წელი და მეტი – 20%.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს განაკვეთები ყოველთვიურად კი ასე გამოიყურება:

გენერალ პოლკოვნიკის წოდებრივი სარგო ყოველთვიურად 120 ლარია;

გენერალ-ლეიტენანტის –110 ლარი; გენერალ მაიორის – 100 ლარი;

პოლკოვნიკის წოდებრივი სარგო –70 ლარია;

უფროსი ლეიტენანტის – 30 ლარი; ლეიტენანტის – 25, ხოლო უმცროსი ლეიტენანტის – 20 ლარი;

სერჟანტის წოდებრივი სარგო ყოველთვიურად 5 ლარია, ხოლო პოლიციის რიგითის – 3 ლარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^