Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლაში შესაძლოა, მოსწავლეები ნიშნით აღარ შეაფასონ

05 თებერვალი 2018

ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტით, შესაძლოა, მე-9 კლასის ჩათვლით საკლასო და საშინაო დავალებებში ნიშნების დაწერა გაუქმდეს. პროექტის თანახმად, ნიშანი (განმსაზღვრელი შეფასება) მხოლოდ შემაჯამებელი დავალებების შესაფასებლად დაიწერება. 

როგორც „ლიბერალს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ განუცხადა,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მსჯელობა მიმდინარეობს, აანალიზებენ სკოლებიდან მიღებულ შეფასებებს, ეცნობიან პედაგოგების არგუმენტებს. სასწავლო გეგმის საბოლოო, შეჯერებული ვერსია კი თვის ბოლომდე დამტკიცდება. მისივე თქმით, ინიციატივას ბევრი მომხრე გამოუჩნდა. არიან მოწინააღმდეგეებიც.

„ჩვენ გავაანალიზეთ არსებული ვითარება ამ მიმართულებით და ხშირად ისე ხდება, რომ ნიშანი დასჯა-წახალისების ერთადერთი საშუალებაა სკოლაში, მაშინ, როდესაც მიგვაჩნია, რომ მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება განმავითარებელ შეფასებაზე, რაც დაანახებს მოსწავლეებს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს. ამგვარი შეფასება მოსწავლის მხარდამჭერია და სწავლა-სწავლების პროცესს აუმჯობესებს. ეროვნული სასაწავლო გეგმის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ნიშნების დაწერა სრულად არ უქმდება.  ყოველდღიურად ნიშნების წერა უქმდება. შესაძლებელია პედაგოგმა, თუკი ამისი სურვილი ექნება დაწეროს ნიშანი, მაგრამ ამას არ მიენიჭება წონა, ანუ არ აისახება სემესტრულ ან წლიურ შეფასებაში. გვინდა, რომ ნიშნები, რომლებიც აისახება საბოლოო სემესტრულ შეფასებაში, დაიწეროს მხოლოდ შემაჯამებელ სამუშაოებში“.

რას გულისხმობს შემაჯამებელი სამუშაოები? მისივე თქმით, შემაჯამებელი სამუშაოები უნდა იყოს კომპლექსური, რაც თავის თავში ბევრ ქვეაქტივობას მოიცავს, ამ ტიპის დავალება პროექტებს, მინი-კვლევებსაც გულისხმობს და მეტად არის დაკავშირებული მოსწავლეების ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. ახალი ეროვნული სასაწავლო გეგმის პროექტის მიხედვით, ყველა საგნის სტანდარტში მოცემულია შემაჯამებელი დავალებების  იდეები, პედაგოგებს შეუძლიათ, სწავლებისას ეს იდეები გამოიყენონ ან მოიფიქრონ განსხვებული იდეები.

მარიამ ჩიქობავას განმარტებით, ეს იმ ტიპის დავალებებია, რომლებიც ერთ ან ორ გაკვეთილზე ვერ ამოიწურება, ვინაიდან ამ ტიპის დავალებების შესრულება სწავლა-სწავლების პროცესის ნაწილია. მისი განმარტებით, იგეგმება, რომ მოსწავლემ სწორედ ამ ტიპის შემაჯამებელი დავალების შესრულებაში მიიღოს ნიშანი (განმსაზღვრელი შეფასება).

პედაგოგების ნაწილი სიახლესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მსჯელობისას შიშობს, რომ მასწავლებლისთვის, რომელიც რამდენიმე კლასში ატარებს გაკვეთილს, ყველა მოსწავლისთვის განმავითარებელი შეფასების დაწერა რთულად შესასრულებელი იქნება. 

მარიამ ჩიქოვანი განმარტავს, რომ განმავითარებელი შეფასება არ არის სავალდებულო წერილობითი ხასიათის იყოს, შეიძლება იყოს ზეპირი კომენტარი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს შეცდომებისა თუ მიღწევების გააზრებაში.

„საბაზო საფეხურის სტანდარტები შესაფასებლად დაგზავნილი იყო საჯარო სკოლებში. სკოლებიდან უკვე მივიღეთ შეფასებები. ახლა ვამუშავებთ ამ ინფორმაციას. არის ადმინისტრაციული ხასიათის კომენტარები, შენიშვნები. არიან როგორც ამ ინიციატივის მხარდამჭერები, ისე მოწინააღმდეგეებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არგუმენტირებული კრიტიკა. თებერვალში, სავარაუდოდ, დამტკიცდება უკვე საბაზო საფეხური და მათ შორის შეფასების საკითხიც გადაწყდება“,- უთხრა „ლიბერალს“ მარიამ ჩიქობავამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^