ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიოდული გამოცემა, "ცნობის ფურცელი" რომელიც თბილისში თბილისში 1896 წლიდან1906 წლამდე გამოდიოდა, 1898 წლის, N576-ე ნომერში აღწერს მუშების ყოფას, რომლებიც დავით სარაჯიშვილის არყის ქარხანაში საქმიანობდნენ.
"დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის არყის ქარხანაში, რომელიც ვერაზეა გამართული, ამ ჟამად დიდძალი ქართველი მუშა ხალხო ჰპოულობს საზრდოს და საქმეს. ქარხანა ყოველს ღონეს ხმარობს, რომ მუშას შეუმსუბუქოს ჯაფა-შრომა, მუშის ვარამი-საკუთარ თავის ვარამად მიაჩნია, გაჭირვებაში ხელს უწყობს და ეხმარება მუშას; გარდა ამისა, ბ. სარაჯიშვილი დიდს ღვაწლსა სდებს მუშათა გონებრივს და ზნეობრივს განვითარებას.
დ. სარაჯიშვილს თავისი ქარხნის მუშებისათვის აქვს საკუთარი აფთიაქი, რომლისგანცა, საჭიროების-და გვარად უსასყიდლოდ ეძლევა მუშებს წამლები, აქვს აგრეთვე აბანო, გამოწერილი აქვს მუშებისთვის ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთები და ნასადილევს მოსვენების დროს მუშები კითხვას შეექცევიან და ა.შ.საკითხავად მუშებს ურიგებს ბ-ნი სარაჯიშვილი სხვა და სხვა გვარს სასარგებლო და საინტერესო წიგნებს.
ნეტავი სხვა ქარხნების პატრონებიც მიჰბაძავდნენ ბ-ნ სარაჯიშვილს სამაგილოთო საქციელს".
დავით სარაჯიშვილმა, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, სახელი გაითქვა, როგორც საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა.
"ცნობის ფურცლიდან" ამონარიდს ფეისბუქზე ჟურნალისტი რუსუდან დარჩიაშვილი ავრცელებს.