1. მასიური ანტირელიგიური მუშაობა ბავშვებს შორის.
2. ანტირელიგიური მუშაობა სკოლის ასაკამდე აღზრდის დაწესებულებებში.
3. უღმერთოთა ამოცანები პურის დამზადების კამპანიაში.
4. შინამოსამსახურე ქალთა და დიასახლისთა მებრძოლ უღმერთოთა კავშირის უჯრედები...
და ა.შ.
ამგვარ თემატიკაზე წაიკითხავდით მასალებს „საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" მიერ გამოცემულ ჟურნალში, „საქართველოს უღმერთო" - რომლის პირველი ნომერი 1930 წელს გამოვიდა.
„მებრძოლ უღმერთოთა კავშირმა თავის-თავზე მიიღო, საპასუხისმგებლო ამოცანა - აწარმოოს იდეური ბრძოლა სოციალისტურ მშენებლობის და კულტურულ რევოლუციის გზაზე აღმართულ ერთ-ერთ დაბრკოლების - რელიგიის წინააღმდეგ" - საქ. მ.უ.კ.ი. - ს (საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) თავმჯდომარე ციხელაშვილი ორგანიზაციის უჯრედებს და საბჭოებს.
ჟურნალის წარმატებით გავრცელების მიზნით მ.უ.კ.ი რეკომენდაციას იძლევა „იხელმძღვანელონ სოც. შეჯიბრების მეთოდით ჟურნალის საუკეთესოდ გავრცელების საქმეში."
ციხელაშვილის მითითებით, უღმერთოთა კავშირის წევრები არ უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ მხოლოდ ხელმომწერის როლით, არამედ, აქტიურად უნდა მიეღოთ მონაწილეობა ჟურნალისტებისთვის მასალების მიწოდებაში.
დოკუმენტები გამოქვეყნებულია შინაგან საქმეთა სამინიტროს საარქივო მასალებში.