Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს 3 საათზე დაიწყება

05 მარტი 2018

აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს 3 საათზე დაიწყება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

გარდა ეროვნული გამოცდებისა, დღესვე იწყება რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი 30 მარტის 18 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 მაისამდე გასტანს. მესამე ეტაპი კი სავარაუდოდ 15 აგვისტომდე გაგრძელდება. 

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლე ზოგადი უნარებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებს შეეხება. 

უფრო კონკრეტულად კი გარკვეულწილად იცვლება ზოგადი უნარების ტექსტის სტრუქტურა, თუმცა არ იცვლება საგამოცდო დრო (1 საათი და 35 წუთი თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ) და ტექსტის მაქსიმალური ქულა კვლავ 80 იქნება. 

ცვლილება ტექსტის მხოლოდ ვერბალურ ნაწილს შეეხება - 2018 წლიდან ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წაკითხულის გააზრების ნაწილს თან დაერთვება 10 დავალება (ნაცვლად 6 დავალებისა). ამ დავალებათა ნაწილი (5-7 დავალება) კვლავ იქნება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული შეკითხვები, ხოლო  3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა, როგორც აღინიშნა, აბიტურიენტს  სიტყვის მნიშვნელობის წვდომა  კონტექსტის საფუძველზე  გაუადვილდეს.

რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს, აქ იცვლება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმები. არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულა კი ნაცვლად 20-სა, 24 ქულა იქნება. როგორც ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა ,კახა ჯამბურიამ განმარტა, ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^