Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელს მიღებული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა - რა ცვლილებები იგეგმება სქემაში

16 მარტი 2018

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებია. პროექტზე მასწავლებლის სახლი მუშაობდა და მთავრობის დამტკიცების შემდეგ ის ძალაში შევა.

კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება სქემაში? - ამის შესახებ „ლიბერალს“ მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილე, მანანა რატიანი ესაუბრა.

მისი თქმით, სქემაში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, მასწავლებლის სტატუსიდან ჩამოქვეითების შესახებ ჩანაწერი იცვლება. მოქმედი წესით, მაგალითად, თუ უფროსი მასწავლებელი 4 წლის განმავლობაში 13 კრედიტქულას ვერ დააგროვებს, ის ამ სტატუსს კარგავს. 

"მასწავლებლის სტატუსიდან ჩამოქვეითების შესახებ ჩანაწერი იცვლება. მასწავლებელი, რომელსაც მიენიჭება სტატუსი, შემდგომ მისი ჩამოქვეითება აღარ იქნება შესაძლებელი. ამდენად ეს ჩანაწერი გაუქმდება და მასწავლებლებისათვის, რომლებმაც რაღაც სტატუსს მიაღწიეს და წინსვლას აღარ გეგმავენ, სტატუსის დაკარგვის შიში აღარ ექნებათ.

სტატუსის შენარჩუნებისთვის კრედიტების გარკვეული რაოდენობა (მაგალითად, უფროს მასწავლებელს 13 კრედიტქულა უნდა დაეგროვებინა და წამყვან მასწავლებელს -19) უკვე აღარ იქნება საჭირო. ისინი შეძლებენ სასწავლო პროცესზე და მოსწავლეზე უფრო მეტად ორიენტირებული იყვნენ", - ამბობს მანანა რატიანი.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სქემაშია დაგეგმილი იმ დოკუმენტაციების შემცირებას ეხება, რომელიც მასწავლებელს საკუთარი საქმიანობის დასადასტურებლად უნდა მოემზადებინა.

„მასწავლებლების მოთხოვნით, გარკვეული პრობლემები იყო დოკუმენტაციის რაოდენობასთან დაკავშირებითაც. ამ ყველაფერს მასწავლებლები აქტიურად აპროტესტებდნენ. აქედან გამომდინარე ვეცადეთ, ეს პროცესი დაგვეხვეწა.

შესაბამისად, ის დოკუმენტაცია, რომელიც მასწავლებლებმა თავიანთი საქმიანობის დასადასტურებლად საქაღალდეში უნდა ატვირთონ, შეიცვლება და თუკი 32 აქტივობაზე მთლიანობაში, რომელიც სქემის ფარგლებშია მოთხოვნილი, იყო 68-მდე დოკუმენტი მტკიცებულებად, ახლა ეს რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მაქსიმალური რაოდენობა გახდა 40," - ამბობს მანანა რატიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიხედვით, შეფასების ჯგუფს მასწავლებლის აქტივობის შეფასების საშუალება არა მხოლოდ სასწავლო წლის ბოლოს ექნება, არამედ სემესტრულად, რაც მისი თქმით, დროში უკეთ გაანაწილებს შეფასების ჯგუფების და მასწავლებლის შრომას.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სქემაში შესვლის გზებთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებები? - მანანა რატიანი ამბობს, რომ სქემის დოკუმენტში შესვლის კომპონენტის თავი მთლიანად იქნება ამოღებული.

"ეს დარეგულირებული იქნება ზოგადი განათლების კანონით და სხვა უფრო ზემდგომი კანონით. სქემაში მასწავლებლის შესვლისა და გამოსვლის მექანიზმებთან დაკავშირებით, როგორც წინა სქემაში გაჩნდა ჩანაწერი, სამინისტრო სამუშაო ჯგუფს შექმნის. ანუ სქემა ამ კომპონენტს თავიდან იცილებს",- ამბობს მანანა რატიანი.

მისი თქმით, ცვლილებების პროექტი სამინისტროში უკვე გადაგზავნილია და შემდგომი ეტაპი მთავრობაზე წარდგენაა. იმედოვნებს, რომ ცვლილებები უახლოეს პერიიოდში იქნება დამტკიცებული, რის შემდეგაც ცვლილებების გაცნობის მიზნით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები შედის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^