Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავის 2-ის“ დაშავებული ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

19 მარტი 2018

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. 

„ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში“, - აცხადებს შსს

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ „კურიერის“ ჟურნალისტს დავით ერაძეს, რომელსაც სასწრაფო დახმარების სამსახურმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შენობასთან „ქართული მარში“ აქციას მართავს.

შსს აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. „ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ წევრების მიერ გამართული აქციის შესახებ „112“-ში შეტყობინება 16:32 საათზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების მობილიზება „რუსთავი 2-ის“ ეზოსთან 16:39 საათზე დაიწყო.
ტელეკომპანია „რუსთავი-2-თან“ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან“, - აცხადებს შსს 

„ქართული მარშის“ წევრებმა ტელეკომპანიის შენობასთან ალყაში მოაქციეს გიორგი გაბუნიას მანქანა და შენობაში არ უშვებდნენ. ისინი გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გაბუნიამ მათი რელიგიური გრძნობები შეუარცხყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^