Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი „ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ

19 მარტი 2018

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილს მოუსმინეს, რომელმაც „ორგანიზებული დანაშაულის" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე ისაუბრა. სს კოდექსში ცვლილებების პროექტით, „ქურდული სამყაროს" წევრობა დაისჯება 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო „კანონიერი ქურდობა" 9-დან 15 წლამდე ვადით. 

პროექტით, „ქურდული სამყაროს" წევრის ცნება იცვლება და ასეთად ჩაიცვლება პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე, პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და აღინიშნება აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.

პროექტით, შემოთავაზებულმა ნორმამ აქტიურ წევრობასთან ერთად დასჯად ქმედებად აღიარა პასიური წევრობაც, რაც ნიშნავს „ქურდული სამყაროსადმი“ მიერთებას, მისი საქმიანობის/აქტივობების განხორციელების გარეშე. ავტორების თქმით, პირი პასიურ წევრად მიიჩნევა, როცა არსებობს მასსა და „ქურდულ სამყაროს“ შორის ორმხრივი კავშირი.

„პასიური წევრობა ეს არის პირის მზადყოფნა დანაშაულის ჩადენაზე, პირის ნების დეკლარირება, რომ მომავალში ჩაიდენს დანაშაულს. დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირი გაწევრიანდება „ქურდულ სამყაროში“. „ქურდული სამყაროში“ შესვლა უკვე საშიში ქმედებაა და მომავალი პოტენციური დანაშაულების ჩადენის წინაპირობას წარმოადგენს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დასჯადი ხდება არა სოციალური სტატუსი, არამედ „ქურდული სამყაროსადმი“ (დანაშაულებრივი ორგანიზაციისადმი) კუთვნილება" - ვკითხულობთ კანონის განმარტებით ბარათში. 

პროექტის თანახმად, მოქმედ ნორმაში, იმისათვის, რომ პირი „ქურდული სამყაროს" წევრად ჩაითვალოს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად უშუალოდ მონაწილეობდეს დანაშაულში, რაც ეფექტიანი დევნის საშუალებას არ იძლევა. 

„თუ ორგანიზებული დანაშაულის მეთაურების დასჯადობა დაემყარა მათ მიერ დანაშაულებრივ საქმიანობაში უშუალო მონაწილოებას, ეს შეუძლებელს გახდის მათ სისხლისსამართლებრივ დევნას. „კანონიერი ქურდები“ წარმოადგენენ რა დანაშაულებრივი სამყაროს „ელიტას“, როგორც წესი, უშუალო მონაწილეობას არ იღებენ დანაშაულების აღსრულებაში. ისინი საკუთარი გავლენისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ახერხებენ პირთა მართვასა და კრიმინალური საქმიანობის წარმართვას. პროექტის მიხედვით „კანონიერი ქურდის“ განმარტებიდან ამოღებული იქნა „ქურდული სამყაროს“ წევრობის მოთხოვნა, ასევე ამოღებული იქნა ისეთი ბუნდოვანი ჩანაწერი, როგორიცაა „ქურდული სამყაროს სპეციალური წესები“ - ნათქვამია პროექტში. 

იცვლება „ქურდილი გარჩევის" ცნების განმარტებაც და ასეთაც მიიჩნევა „„ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით". განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ განმარტება შესაძლებლობას იძლევა „ქურდულ გარჩევად“ დაკვალიფიცირდეს არა მხოლოდ დავის გადაწყვეტა, არამედ პირის ქმედების შეფასებაც.

კრიმინალური დანაშაული ხდება „ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა.

იცვლება „ქურდული შეკრების" ცნების განმარტებაც. პროექტით, ასეთად მიიჩნევა „ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის/გადაწყვეტის მიზნით".

კანონპროექტის განხილვისას „ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს შსს-ს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას. კახიძის თქმით, მნიშვნელოვანია კანონპროექტის შინაარსის შესახებ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს. 

იურიდიულმა კომიტეტმა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის სისხლისსამართლებრივი ნორმების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^