საფრანგეთში ქალაქ ტრებში შეიარაღებულ პირს სუპერმარკეტში რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პროკურორის თქმით, შეიარაღებული თავდამსხმელი ამბობს, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია.
ფრანგული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლის გაუხსნა პოლიციელებს და შედეგათ ერთი მათგანი დაჭრა. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.