ამერიკული სერიალი „ქალბატონი სახელმწიფო მდივანი“ (Madam Secretary) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მოთხოვნით, imovies.ge-მ და adjaranet.com-მა ვებგვერდებიდან აიღეს.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისია ოფიციალურად აცხადებს, რომ კინოვებგვერდებმა ვერ წარადგინეს სერიალის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
თავდაპირველად კი „ლიბერალს“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, რომ სერიალის აღების მიზეზი იყო სერიალის მე-4 სეზონის მე-14 სერიაში განვითარებული სიუჟეტი, რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის წარმოდგენილი.
„ქალბატონი სახელმწიფო მდივანი“ ტელეკომპანია CBS-ზე 2014 წლიდან გადის და პირდაპირ ეთერში, საშუალოდ, 5 მილიონი ადამიანი უყურებს.