Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრების „საგზაო რუკა"

27 მარტი 2018

რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველო სამომავლოდ ევროკავშირში გასაწევრებლად? - ამ საკითხებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა 26 მარტს გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელზეც საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღების საკითხი განიხილეს.

მახარობლიშვილმა ე.წ. საგზაო რუკაზე ისაუბრა, რომლის შექმნის ინიციატივაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა და რომლის მიზანიც ევროკავშირში გასაწევრებლად ღონისძიებების დაგეგმვაა.

ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც საგზაო რუკის ფარგლებში სამინისტრო აპირებს, ე.წ. საკანონმდებლო სკრინინგია. ის გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზს, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები გადიან.

მინისტრის მოადგილემ ამ ინიციატივას „რთული და ყოვლისმომცველი ძალისხმევა“ უწოდა.

„ეს იქნება ცალმხრივი პირობა, რომლითაც გვინდა, რომ ვნახოთ ის ჩავარდნები, რომლებიც გვაქვს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან მიმართებით. გვინდა, ამის კეთება ჩვენით დავიწყოთ. რამდენად შორს მოვახერხებთ წასვლას, ამას პროცესი აჩვენებს, თუმცა მონდომება გვაქვს. მადლიერნი ვიქნებით, თუკი ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამ პროცესში ფასილიტაციას გაგვიწევს“ - თქვა მახარობლიშვილმა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველო ცდილობს, რიგ სფეროებში იმაზე უფრო შორს წავიდეს, ავიდრე ამას ასოცირების შეთანხმება და DCFTA ითვალისწინებს.

„პრიორიტეტი არის ასოცირების ხელშეკრულების შესრულება, თუმცა გვჯერა, რომ არსებობს სექტორები, სფეროები, სადაც შეგვიძლია, მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ამას ასოცირება მოითხოვს. შეგვიძლია, ვიყოთ ევროკავშირის ქვეყნების მსგავსი, გარკვეული თვალსაზრისით“ - თქვა მახარობლიშვილმა.

მისი თქმით, სანამ საქართველო ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, მაქსიმალურად უნდა შეასრულოს „საშინაო დავალება“ და ევროკავშირთან ინტეგრაცია.

გარდა ამისა, მისი თქმით, „საგზაო რუკის“ ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ასოცირების შეთანხმება და DCFTA იქნება.

„ეს საგზაო რუკა არ იქნება რაღაც სრულიად ახალი; მას ექნება ახალი საყრდენები, მაგრამ იგი მოიცავს ყველა არსებულ მექანიზმს, რადგან როგორც ხედავთ სათაურიდან, ეს არის საგზაო რუკა ევროკავშირისკენ და მოიცავს ყველა მექანიზმს, რომელიც უკვე არსებობს“ - თქვა მინისტრის მოადგილემ.

საგზაო რუკა ასევე მოიცავს 20 შედეგს, რომელიც 2020 წლისთვის არის დასახული. მინისტრის მოადგილის თქმით, კიდევ ერთი საყრდენი, გეგმისა, არის 6 პუნქტი, რომელიც მთავრობამ შარშან მიიღო და რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი სექტორული ინტეგრაციაა.

„იგი მოიცავს ევროკავშირის სააგენტოებში წევრობის მიღების მეტ მექანიზმს, მეტ მონაწილეობას ევროკავშირის პროგრამებში, უფრო მეტ თანამშრომლობას ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებში, უფრო ძლიერ კავშირებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში და უფრო ძლიერი მონაწილეობა ტელეკომუნიკაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში“ - თქვა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, „საგზაო რუკა“ პრეზიდენტისა და პრემიერის ჩართულობით მაღალი დონის მონაწილეობასაც ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^