მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხის აუქციონი დასრულდა. „დმანისის გადარჩენის“ ფონდმა ევკალიპტის ხე 20020 ლარად იყიდა.
აუქციონის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, მცენარის სიმაღლე საორიენტაციოდ - 26-27 მეტრია, შტამბის გარშემოწერილობა ფესვის ყელიდან - 10 სმ. სიმაღლეზე - 10,1 მეტრი, შტამბის სიმაღლე - 3,4 მეტრი. აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები.
როგორც გიორგი ვაშაძემ „ლიბერალს“ განუცხადა, ხის შესყიდვა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს უნდა და აუქციონში მონაწილეობა ამიტომ მიიღეს, რათა არ მისცენ ივანიშვილს ხის შესყიდვის შესაძლებლობა.
„აწი ყველა იმ აუქციონში, სადაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესს დავინახავთ, ჩავერთვებით" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საყდრისის საბადოსთან მიწის ნაკვეთი იჯარით, 5 056 320 ლარად გაიცა