Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს საგადასახადო დავების სისტემა

06 მარტი 2014

საგადასახადო დავების სისტემა უდიდეს გავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე. საქართველოში საგადასახადო დავების სისტემამ მრავალი რეფორმა განვლო. ამ პერიოდის განმავლობაში, მუდამ იყო მსჯელობა სისტემის დამოუკიდებლობის, ნდობის ამაღლების და რეფორმირების თაობაზე. წარმოდგენილ სტატიაში რუსუდან კემულარია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის იურიდიულ საკითხებში დირექტორი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე 2010-12წლეში) და ამერიკის სავაჭრო პალატის კომერციული სამართლისა და საგადასახადო კომიტეტის პროექტის წევრი, საქართველოში საგადასახადო გარემოზე  მიმდინარე ცვლილებებს და მათ შესაძლო შედეგებს განიხილავს.

საგადასახადო სისტემის შემდგომი გამოწვევები

წინა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა საქართველოს საგადასახადო კოდექსი, შეიცვალა მთელი საგადასახადო სისტემა. 2007 წლიდან შემოღებულ იქნა ელექტრონული დეკლარირება, საგადასახადო კოდექსმა, კი მრავალი რეფორმა განიცადა (ძირითადი ცვლილებები ბოლოს 2010 წელს განხორციელდა). ამასთანავე, შემოღებულ იქნა ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის ინსტიტუტი და ვებ-გვერდზე განთავსდა საგადასახადო კოდექსის განმარტებები, რომელიც გადამხდელს კოდექსის ინტერპრეტაციაში ეხმარება.

საგადასახადო კოდექსის ბუნდოვანი ნორმები და მათი ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია ბიზნესისათვის პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნულზე ამახვილებდენენ ყურადღებას, როგორც ამერიკის ასევე ევროკავშირის წარმომადგნლები. ნელსონ პეტროსიანი(Grant Thornton) მიუთითებს გასაგები საგადასხადო წესების და ნაკლები ბუნდოვანი ნორმების საჭიროებაზე.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ საგადასახადო კანონმდებლობის მრავალმხრივი ინტერპრეტირება, ილუსტარციისთვის მოვიყვანოთ ფეხბურთის მაგალითი -თამაშის წესები, ყველასათვის უნდა იყოს გასაგები, სადაც მოთამაშეები (გადამხდელები), მწვრთნელები (ინვესტორები), მსაჯი (მთავრობა), არცთუ ისე ნაკლებად მნიშვნელოვანი მაყურებელი (საზოგადოება) არის,“ - აღნიშნა მან თავის ინტერვიუში. „როდესაც მწვრთნელი გადაწყვეტილებას იღებს იმ წესებზე დაყრდნობით, რომელიც ყველასათვის გასაგებია, ნაკლებად უნდა ელოდო პროტესტს მოთამაშეებისაგან და მწვრთნელთა სკამიდან, კიდევ უფრო ნაკლებ უკმაყოფილებას და სტვენას - მრავალრიცხოვანი მაყურებლისაგან.“

საგადასახადო რეფორმამ ცალკეულ საკითხებთან მიმართებით შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა, მით უფრო თუ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში სწრაფად ხორციელდება, ამ დროს შეიძლება სახეზე გვქონდეს ნორმათა კონფლიქტი, კოლიზია. მაგალითისათვის, კომერციული სამართლის და საგადასახადო კომიტეტის მიერ გამოკვლეულ იქნა, რომ 2011 წელს საგადასახადო კოდექსში 15 სხვადასხვა თარიღში 285 ცვლილება განხორციელდა.

დავების განხილვა

საგადასახადო ნორმის ინტერპრეტაციის დროს გადამხდელების დაცვის თვალსაზრისით საგადასახადო დავების განხილვის მექანიზმი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ეს პროცესი მოიცავს ორ დამოუკიდებელ სააპელაციო მექანიზმს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების რევიზია მოახდინოს და ამტკიცოს საკუთარი პოზიცია.

საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სისტემაში მოქმედებს დავების განხილვის ორეტაპიანი სისტემა. პირველი ინსტანციაა შემოსავლების სამსახური, სადაც გადამხდელს შესაძლებლობა აქვს თავდაპირველად გაასაჩივროს თავად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, ხოლო თუ მისი მოთხოვნა პირველ ინსტანციაში არ დაკმაყოფილდა, გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში -,სამინისტროსთან არსებულ დავების განმხილველ საბჭოში. ალტერნატიული დავების გადაჭრის მექანიზმს წარმოადგენს სასამართლო. გადამხდელს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოსაგან დამოუკიდებლად დავის განხილვისათვის პირდაპირ შეუძლია მიმართოს სასამართლოს. მაგრამ, როგორც პრაქტიკა უჩვენებს, ხშირ შემთხვევაში გადამხდელი საწყისსავე ეტაპზე შემოსავლების სამსახურის გზით დავის გადაწყვეტას არჩევს.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის მექანიზმს ხშირად მიმართავენ, პერმანენტულად მიმდინარეობს დავების განხილვის სისტემის რეფორმირება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში PwC ასრულებს ანგარიშზე მუშაობას, რომელიც შეეხება დავების სისტემის რეფორმას და მის შესაძლო ცვლილებებს. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ სამინისტრო ძალიან ფრთხილად განიხილავს რეკომენდაციებს და მათი იმპლემენტაციის საკითხს. იმის მიუხედავად, თუ რა საკითხები გამოიკვეთება ანგარიშის შედეგად, ქვაკუთხედს საგადასახადო ნორმის მრავალმხრივი ინტერპრეტაციის მინიმალიზება, სისტემის დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი უნდა წარმოადგენდეს.

საგადასახადო კოდექსის ნორმების ბუნდოვანება და მათი არაერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია წლების მანძილზე პრობლემას წარმოადგენდა. ეს კი პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ ბიზნესის დაგეგმვის კუთხით, არამედ ბუნდოვანი ნორმა და მისი მრავალმხრივი ინტერპრეტაცია საგადასახადო კოდექსის ნორმების შერჩევის წესით გამოყენების, სუბსუმირების შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთი პრობლემა სგადასახადო ნორმის არაერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის არსებობისა გამომდინარეობს საგადასახადო კოდექსის გამოქვეყნებული განმარტებების სიმწირით. წინა მთავრობამ ვებგვერდი www.matsne.ge. სწორედ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად შექმნა. თუმცა მასზე მუშაობა არ დასრულებულა და საჭიროებს შემდგომ დახვეწას. ამასთანავე, საგადასახადო ნორმის განმარტების ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს წინასწარი გადაწყვეტილების მექანიზმი, თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ძირითადად მსხვილი ტრანზაქციებისათვის გამოიყენება.

ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ერთმნიშვნელოვანი საგადასახადო ნორმის განმარტებას, განიხილვის სტადიაზეა. კერძოდ, საგადასახადო დავებზე გადაწყვეტილებების სავალდებულო გამოქვეყნება ხელს შეუწყობს გადამხელს ნორმის ინტერპრეტაციაში და ამასთანავე, საყოველთაოდ ცნობილი გახდება საბჭოს მიდგომები ცალკეულ საკითხებზე.

დამოუკიდებლობა

დავების განხილვის საბჭოსთან მიმართებაში მეორე უმნიშვნელოვანესი და პრობლემური საკითხია დამოუკიდებლობა.

ამჟამად, დავების განხილვის პროცესში მონაწილე პირები აგრეთვე პასუხისმგებლები შემოსავლების სამსახურის პირველად გადაწყვეტილებაზე არიან. პირველ ინსტანციაში საგადასახადო დავის განხილვისას აღნიშნული კონფლიქტი უფრო მეტადაა სახეზე, ვინაიდან დავა შემოსავლების სამსახურში თავად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ განიხილება. შეიძლება არსებობდეს არაპირდაპირი ეჭვი, რომ გადაწყვეტილების მიღებისას შემოსავლების სამსახურის ინტერესები გადამხდელის ინტერესზე მეტად შეიძლება გატარდეს.

ნაკლებადაა სახეზე არაპირდაპირი კონფლიქტი, როდესაც დავას განიხილავენ არა შემოსავლების სამსახურის, არამედ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები. ამასთანავე, შემოსავლების დაგეგმვა, ზრდა, ფინანსთა სამინსიტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

აბსოლუტური დამოუკიდებლობის მიღწევისათვის დავების განხილვა საერთოდ არ უნდა მიმდინარეობდეს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი „საგადასახადო სასამართლო“. თუმცა ეს საკითხი ახალი მთავრობის დღის წესრიგში არ დგას. გარდა ამისა, „საგადასახადო სასამართლოს“ საკითხი საქართველოს კონსტიტუციასთან კონფლიქტს უკავშირდება. 

პროფესიონალიზმი დავების განხილვისას

ბოლო პრობლემატური საკითხი გახლავთ საგადასახადო დავების მაღალი პროფესიონალიზმით განხილვა. საგადასახადო დავის განხილვის პროცესში, ორივე ინსატანციაში ჩართული არიან ადამიანები, რომელთაც სხვა სამსახურეობრივი ვალდებულებებიც გააჩნიათ. ეს ნაწილობრივ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან დიდი და მრავალმხრივი სამუშაოს შესრულებისას მათ უნდა მოახდინონ სრული კონცენტრირება ძალიან რთულ და რიცხობრივად ბევრ საგადასახადო დავაზე. 2011 წელს შემოსავლების სამსახურში შეტანილ იქნა 7,900 საგადასახადო საჩივარი. 2012 წელს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა 14,890. საკითხის ერთ-ერთი შესაძლო გადაწყვეტა შეიძლება იყოს ამ ადამიანებისათვის ყოველდღიური (მენეჯმენტის) ფუნქციის ჩამოშორება, როგორც შემოსავლების სამასახურის, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში. ეს კი ხელს შეუწყობს შიდა პროცესების განვითარებას, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას და სამუშაოს ზომიერად გადანაწილებას.

აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია მიმდინარეობს. სამინისტრო ჩართულია და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად დაინტერესებულია საუკეთესო შედეგების მიღწევითა და სისტემის რეფორმირებით.

დაბოლოს, ამერიკის სავაჭრო პალატა ფასილიტაციას უწევს შემოსავლების სამსახურს და ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია განხილვების პროცესში ჩართვით. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურს თავისი წვლილი შეიტანოს ან თავისი პოზიცია დააფიქსიროს ამ საკითხებზე, შეუძლია დაუკავშირდეს რუსუდან კემულარიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]


ეს ანგარიში მომზადდა ამერიკის ხალხის გულითადი დახმარების, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), EWMI და EPF, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამართლის უზენაესობის პროექტის ფარგლებში. შინაარსობრივ მხარეზე პასუხისმგებელია ამერიკის სავაჭრო პალატა და არ გამოხატავს სავალდებულოდ USAID, ამერიკის მთავრობის, EWMI ან EPF პოზიციას.

"პირველად გამოქვეყნდა ოქტომბერ-დეკემბერში", ჟურნალ investor.ge-ში.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^