კანის ფესტივალმა 2018 წლის პოსტერი გამოაქვეყნა. „ვნებიანი კოცნით დაკავშირებული ქალი და კაცი“ - აღწერს ახალ პოსტერს ფესტივალი Facebook გვერდზე.
პოსტერზე გამოსახულია კადრი ჟან-ლუკ გოდარის ფილმიდან „შეშლილი პიერო“. ფილმი 1965 წელს გამოვიდა და უცხოური კინოსთვის ოსკარის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი.
სურათზე ერთმანეთს ფილმის მთავარი გმირები კოცნიან, რომლებსაც ანა კარინა და ჟან-პოლ ბელმონდო თამაშობენ.
კანის ფესტივალის პოსტერის დიზაინი კი ფლორ მაქუინს ეკუთვნის.
2018 წელს კანის ფესტივალი 5-დან 18 მაისამდე გაიმართება. კინოფესტივალის პროგრამა ხვალ გამოქვეყნდება.