Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სასჯელაღსრულების სამინისტრო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქმნიან

19 აპრილი 2018

უახლოეს მომავალში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილი და შეწყალების კომისიის წევრები სასჯელაღსრულების მინისტრს შეხვდნენ და შეწყალების მექანიზმის დახვეწის საჭიროებაზე იმსჯელეს.

გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, სასჯელარსრულების მინისტრს შეწყალების პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საინტერესო ხედვა აქვს, შეწყალების კომისიის შემადგენლობაში ჩართული იყოს სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი.

„ეს სამუშაო პროცესი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას, რომელიც მოახდენს პრევენციას იმ სამწუხარო ფაქტების, რომელიც შესაძლოა იყოს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, იყოს გასაუბრებები მსჯავრდებულთან, მინისტრს ჰქონდა ეს პოზიცია“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახური ძალადობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი. მას ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭომ  გათავისუფლებაზე უარი ექვსჯერ უთხრა. მოგვიანებით ის პრეზიდენტმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^