Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეალურად რას ამოწმებს ე.წ. CAT -ის გამოცდები?

27 მაისი 2014

მიმდინარე კვირას სასკოლო განათლების სფეროში ყველაზე აქტუალური საკითხი სწორედ ე.წ. CAT-ის გამოცდებია. ეს გამოცდა ფაქტობრივად ახდენს მოსწავლის თორმეტწლიანი სასკოლო მოღვაწეობის შეჯამებას და წყვეტს მიენიჭება, თუ არა მას ატესტატი, რისი მოპოვებაც, ამ ეტაპზე, მოსწავლის მთავარ მიზანს წარმოადგენს. თავის დროზე, აღნიშნული გამოცდების დანერგვა, ალბათ, წარმოადგენდა კიდეც პასუხს გარკვეულ პრობლემებზე, რაც ამ კუთხით არსებობდა სისტემაში, თუმცა დღეს რომ ასეთი სახის მოსწავლეთა შეფასების სქემა გამოწვევის წინაშე დგას, კარგად ჩანს, თუნდაც იმ კრიტიკიდან, რაც არსებობბს პედაგოგებში, მოსწავლეებსა, თუ ექსპერტებში. კრიტიკა ისმის იმის შესახებ, თუ რამდენად გამართულია კომპიუტერული სისტემა, რატომ  ვერ იღებენ მოსწავლეები მაღალ ქულებს, ასევე ტესტებში არსებული შეკითხვების ხარვეზებზე და სხვა.

ამ ბლოგის მიზანია იმ მთავარი პრობლემისა და ნაკლის წარმოჩინება, რაც, ჩემი აზრით, ე.წ. CAT-ის გამოცდას გააჩნია.

დავსვათ ასეთი მარტივი შეკითხვა: რეალურად რას ამოწმებს ეს ტესტები? და ასევე მარტივი პასუხი გავცეთ კითხვას, რამდენად კარგად შეუძლია მოსწავლეს დაზეპირება. იქიდან გამომდინარე, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, (როგორც ზემოთ ვთქვით, მოსწავლის მიზანს სწორედ ამ გამოცდის ჩაბარება წარმოადგენს), ეს გამოცდები, თავისდაუნებურად, სასკოლო განათლების მიზნად სწორედ დაზეპირებას აქცევს.

ნიშანდობლივია, გავიხსენოთ საქართველოს მთავრობის მიერ 2004 წელს დამტკიცებული დოკუმენტი „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ ვაჩვენოთ, ამ მიზნებიდან გამომდინარე თუ რა ცოდნა და უნარები უნდა გააჩნდეს მოსწავლეს სკოლის დამთავრებისას:

ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი  პასუხისმგებლობის გააზრება;

ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;

გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტურად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება;

ე) შემოქმედებითობა – თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;

ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;

ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;

თ) კანონმორჩილება და ტოლენტულობა.

ლოგიკურია რომ მე-12 კლასის ბოლოს მოწმდებოდეს, თუ რამდენად იძენენ ჩამოთვლილ თვისებებსა და უნარებს მოსწავლეები, რამდენიმე მაგალითის განხილვით ვნახოთ, რამდენად მოწმდება CAT-ის გამოცდებით ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა: CAT-ის ტესტის მიხედვით, მოსწავლეს არ მოეთხოვება საკუთარი აზრის გამოთქმა, რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ან რაიმეს გაანალიზება. შესაბამისად ეს ტესტი არ ამოწმებს, რამდენად კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნებს მოსწავლე, (ე პუნქტი), არ ითვალისწინებს ვერბალურ ნაწილს, შესაბამისად არ მოწმდება, რამდენად კარგად შეუძლია მოსწავლეს ეფექტური ვერბალური კომუნიკაცია, (ზ , პუნქტი)

მოდით ასევე ვნახოთ, რას ამბობს მსოფლიოს წამყვანი განათლების ექსპერტი მარავალპასუხიან ტესტებზე:

“მრავალპასუხიანი ტესტები შეიქმნა იმ დროს, როდესაც ცოდნის შეძენა იყო გარკვეული მასების პრივილეგია, როცა ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა წიგნებზე წვდომა, ამიტომ იმ დროს რაიმეს დაზეპირებას ფასი ჰქონდა. ჭკვიანად ითვლებოდა ის, ვინც ბევრი იცოდა. დღეს ინფორმაცია და ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება ინტერნეტის საშუალებით რამდენიმე წუთში შეიძლება. უნარები, რომლებიც ასეთი ტესტირებებით მოწმდება არის ძალიან მწირი, მაგალითად მეხსიერება, უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრის უნარი და სხვა მსგავსი. დღეს მოთხოვნა მთელი მსოფლის მასტაბით არის სულ სხვა უნარებზე, როგორიც არის, მაგალითად, კრიტიკული აზროვნების უნარი, ადაპტაციის უნარი, ეფექტური წერის და პრეზენტაციის უნარი, საჭირო ინფორმაციის მოპოვების და ანალიზის უნარი ცნობისმოყვარეობა და წარმოდგენის უნარი. არცერთი ეს უნარი მგავსი ტესტებით არ იზომება. PISA თანამედროვე ტესტების კარგ მაგალითად მიმაჩნია. ასეთი ტესტებით უნდა ჩანაცვლდეს მრავალპასუხიანი ტესტები“, – ტონი ვაგნერი ჰარვარდის პროფესორი

აღსანიშნავია ისიც, რომ ფინეთში, რომლიც აღიარებულია საუკეთესო სასკოლო განათლების მქონე ქვეყნად საერთოდ არ გამოიყენება მრავალპასუხიანი ტესტები მოსწავლეთა შეფასებითვის.

ოფიციალური პირისგან ერთ ნიშანდობლივ ფრაზას მოვკარი ყური, დაახლებით ასეთს: „როგორიც არის განათლების სისტემა,  გამოცდებიც ისეთიაო“. მე ვფიქრობ რომ, თუ მოსწავლეთა შეფასების სქემის გარდაქმნა მოხდება, თუნდაც ზემოთჩამოთვლი მიზნების შესაბამისად, მოსწავლეები ივარჯიშებენ და განივითარებენ საჭირო უნარებს.

 

მუხრან გულიაშვილი

სასკოლო კვლევების ცენტრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^