Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყავა ციბეტის ექსკრემენტისგან მზადდება

30 აპრილი 2018

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყავა ციბეტის ექსკრემენტისგან მზადდება. ციბეტა ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველია ვივერისებრთა ოჯახიდან. Kopi Luwak-ს იმ ყავის მარცვლებისგან ამზადებენ, რომელიც ციბეტამ შეჭამა, ნაწილობრივ მოინელა და მოისაქმა. როგორც The National Geographic წერს, ერთი ჭიქა Kopi Luwak-ის ყავა აშშ-ში საშუალოდ $80 ღირს. 

ციბეტა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სუბსაჰარულ აფრიკაში ბინადრობს. მას მაიმუნივით გრძელი კუდი აქვს, შეფერილობით კი ენოტს ჰგავს. ციბეტა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვების ჯაჭვში - იკვებება მწერებით, პატარა ზომის რეპტილიებით, ასევე ისეთი მცენარეებით, როგორიცაა ყავა და მანგო. მათზე კი, ძირითადად, ლეოპარდები, გველები და ნიანგები ნადირობენ. 

ინდონეზიაში აზიური პალმის ციბეტები კომერციულ ხილის ბაღებს თავს ხშირად ესხმიან. მათ იცნობენ, როგორც მავნებლებს სოფლის მეურნეობისთვის. Kopi Luwak-ის  ინდუსტრიის გაზრდამ კი ადგილობრივებს ძვირადღირებული ექსკრემენტის გამო ციბეტების დაცვისკენ უბიძგა. მათი საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ყავის მარცვლებში ცვლიან პროტეინების სტრუქტურას, რაც ყავის მჟავიანობას ამცირებს და შედეგად უფრო სასიამოვნო გემოს სძენს. 

ციბეტების ყავის პოპულარობა გაიზარდა და ინდონეზიასაც მეტი ტურისტი სტუმრობს ველური გარემოს სანახავად, თუმცა კიდევ უფრო მეტი ციბეტა დაატყვევეს გალიებში, ერთი მხრივ, ყავის მოპოვებისთვის, მეორე მხრივ, ტურისტული სანახაობისთვის. 

ფოტო: The Guardian 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ორგანიზაცია World Animal Protection-მა ბალიზე  16 პლანტაციაში გალიაში გამოკეტილი 50-მდე ციბეტის საცხოვრებელი პირობები შეისწავლეს.  კვლევამ სასტიკი სურათი აჩვენა - პლანტაციებში ცხოველთა კეთილდღეობისათვის საბაზისო მოთხოვნებიც კი არ იყო დაკმაყოფილებული; არ იყო დაცული სანიტარული ნორმები და გალიები საჭიროზე გაცილებით პატარა ზომის იყო. ზოგიერთი ციბეტა ძალიან გამხდარი იყო მხოლოდ ყავის მარცვლებით კვებისგან; ზოგიერთი კი ჭარბი წონით იტანჯებოდა უმოძრაობის გამო; ზოგიერთი კოფეინის ზემოქმედების ქვეშ იყო. 

მკვლევრების თქმით, ყველაზე შემზარავი კი გალიებში მავთულის იატაკია, რომელზეც ცხოველები იძულებულნი არიან, იდგნენ.  

„გამუდმებით ასეთ იატაკზე დგომა ჭრილობებს აჩენს. მათ არსად აქვთ წასასვლელი, რომ ამ იატაკს თავი აარიდონ. ეს ტკივილისა და დისკომფორტის მუდმივი წყაროა“ - ამბობს კვლევის ავტორი 

ციბეტების დიდი ნაწილისთვის სუფთა წყალი მიუწვდომელია და მათ არც სხვა ციბეტებთან ურთიერთობის საშუალება ეძლევათ. ისინი დღის განმავლობაში საცობებისა და ტურისტების ხმაურით არიან შეწუხებული.

ექსპერტები ამბობენ, რომ ყავას განსაკუთრებულს სწორედ ის ხდის, რომ ველურ გარემოში ციბეტები ყავის საუკეთესო მარცვლებს ირჩევენ საკვებად. გალიებში კი უკვე გადარჩეული, ძველი მარცვლებით კვება დაბალი ხარისხის ყავას იძლევა. 

BBC-მ 2013 წელს საგამოძიებო რეპორტაჟში აჩვენა, თუ რამდენად მძიმე პირობებში ჰყავთ ციბეტები. რეპორტაჟიდან ისიც ირკვევა, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, ყავა გალიაში გამოკეტილი ციბეტის ექსკრემენტისგან მზადდება, თუ ველურ გარემოში მყოფისგან. არ არსებობს სასერტიფიკაციო სქემა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ყავის ეტიკეტზე მითითებული „ველურ გარემოში მოპოვებული“ სიმართლეა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^