Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადაცემა „42° პარალელის“ წინააღმდეგ საზმაუსთან აქცია გაიმართა

30 აპრილი 2018

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დღეს  საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებთან აქცია გამართა. ორგანიზაციის პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „42-ე პარალელში“ გასულ სიუჟეტს ეხებოდა. ისინი მიიჩნევენ, რომ გადაცემაში ჟღერდება პრორუსული აქცენტები და რუსეთისთვის სასარგებლო პროპაგანდისტული ნარატივი. 

„თავისუფალი დემოკრატების “ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ქიტიაშვილი „ლიბერალთან“ ამბობს, რომ გადაცემა ობიექტურად არ აშუქებს მოვლენებს. 

„მაგალითად, „ბრექსიტის“ შესახებ სიუჟეტი ასე მთავრდებოდა:  აი, საქართველოს უნდა ისეთ კავშირში შესვლა, რომელიც მალე უნდა დაიშალოს?. რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, რას იტყვიან, მაგრამ ეს არხი ჩვენი ფულით ფინანსდება. ისედაც რუსული პროპაგანდა რეალური საფრთხეა. ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. იმის ნაცვლად რომ ამას ვებრძოლოთ, პირიქით აკეთებენ," - ამბობს გიორგი ქიტიაშვილი. 

მისივე თქმით, აქციის შემდეგ შეხვდნენ გადაცემის ავტორს გიორგი გვიმრაძეს. როგორც ქიტიაშვილი ამბობს, ეს გვიმრაძის სურვილი არ ყოფილა, თავად დაწერეს განცხადება და შეხვედრა მოითხოვეს.

„თუმცა მას თავისი არგუმენტები ჰქონდა, ჩვენ - ჩვენი და აზრების მიმოცვლა გამოვიდა მხოლოდ" - ამბობს გიორგი ქიტიაშვილი. 

პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ საკითხის „მიჩქმალვა“ არ შეიძლება, რადგან შეფარული პროპაგანდა ბევრად უფრო საშიშია და ეს გადაცემა სწორედ ამას აკეთებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში უფრო მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს და გააპროტესტოს ამგვარი საფრთხეები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^