Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა

02 მაისი 2018

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა და დეპუტატების გამოსვლებს დარბაზში აღარ მოუსმენს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხდომათა დარბაზში დებატებში ჩართვისა და სიტყვის თქმის უფლების მოთხოვნისას პარლამენტის თავმჯდომარემ ამის საშუალება არ მისცა. მისი განმარტებით, რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტს პოლიტიკური დებატების ბოლოს დასკვნითი სიტყვის თქმის უფლება ჰქონდა. 

„თქვენ გექნებათ დასკვნითი სიტყვა. ჩემი მოვალეობაა რეგლამენტის დაცვა. დებატების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტში 1995 წლიდან, როცა  თქვენი მეგობარი ბატონი ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ამის შემდეგ ეს წესი არის უცვლელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა რეგლამენტის გვერდის ავლით, პრეზიდენტის მოთხოვნის შესრულებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტს დისკუსიაში ჩართვის საშუალება ექნებოდა. დებატების ფორმატის შეცვლის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა. 28-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომ პრეზიდენტი  დისკუსიაში ჩართულიყო, 50-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

„მინდა, გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული პოლიტიკური დებატები. ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი. მინდა, ბოლომდე გავცე პასუხი მათ შეკითხვებს. მედიას შეგიძლიათ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პარლამენტში პრეზიდენტების დებატების. დაბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, ეს არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მე მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, შეკითხვებზე პასუხების მოსმენა მძიმე და ძნელი აღმოჩნდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა. 

პარლამენტში მიმდინარე დებატები საპარლამენტო უმცირესობამაც დატოვა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, რადგან უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ისეთ ფორმატს, რის შემდეგადაც პრეზიდენტი დაბრუნდებოდა სხდომათა დარბაზში, უმცირესობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მათაც დაეტოვებინათ დარბაზი. 

„შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ ფორმატს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, პრეზიდენტი დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ფორმატში, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად გვეჩვენება დებატებში მონაწილეობის გაგრძელება. ამიტომ, დებატებში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ხვალინდელი დღიდან ასეთივე პრინციპულები იქნებით რეგლამენტის შესრულებაში, მაშინ როდესაც საკითხი შეეხება მინისტრების მობრძანებას პარლამენტში“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^