Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საჯარო სივრცეში ფოტო-ვიდეო გადაღება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა

08 სექტემბერი 2014

ბოლო პერიოდში პატრულის მხრიდან  უფლებამოსილების  შესაძლო  გადაჭარბების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ზოგჯერ პოლიციელები მოქალაქეებს ისეთ მოთხოვნებსა და შეზღუდვებს უწესებენ , რაც კანონით აკრძალული არაა

ამის ერთ-ერთი მაგალითი 7 სექტემბერს მომხდარი ფაქტია, როცა ჟურნალისტ ნატა ძველიშვილსა და მის მეგობარს პატრულის თანამშრომელბმა  ე.წ. „რეიდების“ კადრების წაშლა მოსთხოვეს. მაშინ, როცა მათ ამის კანონიერი უფლება არ ჰქონდათ. რადგან საჯარო სივრცეში ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა არ არსებობს. ის ფაქტი, რომ სასამართლომ ჟურნალისტის დაკავებული მეგობარი გაამართლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იგი კანონსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებდა.

იურისტი ნათია კაპანაძე „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაღებასთან დაკავშირებით კანონში არანაირი დათქმა არ არსებობს. თუმცა არსებობს ზოგადი წესი, რომ თუ სადმე არის წარწერა „გადაღება აკრძალულია“, იქ გადაღება არ შეიძლება. თუმცა ეს რომელიმე ერთი კონკრეტული ორგანიზაციის ნებაა და ყველაზე არ ვრცელდება.

შესაბამისად, სადაც ეს წარწერა არ გვხვდება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იქ გადაღება ნებადართულია.

ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების გარანტიას საქართველოს კონსტიტუციაც უზრუნველყოფს. კერძოდ, კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად:

 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.

საპატრულო პოლიციის დებულებაში კი აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად საქართველოს კონსტიტუციაცაა.

2013 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა იმდროინდელმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს 2013 წლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. 98-გვერდიან დოკუმენტში საუბარი ადამიანის უფლებების დაცვასაც ეხება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მისი საქმიანობის განხორციელებისას მაქსიმალურად დაიცვას ადამიანის უფლებები. კერძოდ, ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიებები უნდა ემყარებოდეს კანონიერებას, პიროვნების, პატივისა და ღირსების, ჰუმანურობისა და საჯაროობის დაცვის პრინციპებს. ამოსავალ წერტილს სწორედ ღირსებადაცული მოქალაქის არსებობა წარმოადგენს“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე „ლიბერალთა“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში გადაღების შეზღუდვა არანაირად არ არის სამართლიანი და არც პატრულის უსამართლო მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობაა კანონდარღვევა. 

შესაბამისად, თუკი ე.წ. „რეიდებისა“ და საჯარო სივრცეში მომხდარი ნებისმიერი ფაქტის გადაღება კანონით დაშვებულია, ხოლო  პოლიციელთა მიზანი „დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაა“, გაუგებარია, რის საფუძველზე მოსთხოვეს პატრულის თანამშრომლებმა ნატა ძველიშვილსა და მის მეგობარს კადრების წაშლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^