აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის” ორგანიზატორებთან შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შსს-ში. შეხვედრაზე იმყოფებიან ბექა წიქარიშვილი, სოფო ვერძეული, ბაია პატარაია, ტატო გეთია, ქეთა გაბუნია.
შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან EMC-ის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა ისაუბრა.
„დღევანდელი შეხვედრა უფრო შინაარსობრივი იყო. გარკვეულ შეკითხვებზე პასუხები მივიღეთ; გარკვეულ საკითხებზე პოზიციების სრული აცდენა გვაქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ „ბასიანის“ გარეთ ადამიანის უფლებების დარღვევით მოხდა დაკავებები. რაზეც შსს არ გვეთანხმება. მათი პოზიციაა, რომ მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია უფლებების დარღვევის ფაქტებზე. რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების საფუძვლებს - ამ ნაწილში კითხვებზე პასუხები მივიღეთ, თუმცა სპეცოპერაციაში სპეცრაზმის გამოყენების მიზანშეწონილობაზე შეკითხვები ისევ მაქვს.“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.