Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბექა წიქარიშვილი - „გამოდის, რომ ის ბოდიში ჰიპოთეტური იყო"

15 მაისი 2018

აქციის „ჩემი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შსს-ში. შეხვედრაზე იმყოფებიან ბექა წიქარიშვილი, სოფო ვერძეული, ბაია პატარაია, ტატო გეთია, ქეთა გაბუნია.

ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ძირითადად, 12 მაისის სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრეს,  ასევე  - 12 მაისს კლუბის გარეთ განვითარებულ მოვლენებზე. 

მისი თქმით, შს მინისტრი ამბობს, რომ კლუბში რეიდის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი იყო და ასევე არ ეთანხმებიან კლუბის გარეთ უფლებების დარღვევის ფაქტებს. 

„მე უფრო მეტი კითხვა მქონდა გარე პერიმეტზე პოლიციელების მხრიდან გამოვლენ ქცევასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები არ აღიარებენ, რომ მათ დაარღვიეს იქ ადამიანის უფლებები. ისინი გვეუბნებიან, რომ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, მივმართოთ გამოძიებას და სასამართლო დაადგენს სიმართლეს. გამოდის, რომ ეს ბოდიშიც ჰიპოთეტური იყო, თუ ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ მათ ჩაიდინეს დარღვევები, მაშინ აღიარებენ.“ - განაცხადა ბექა წიქარაშვილმა. 

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ იქ სპეცრაზმის შესვლის აუცილებლობა არ არსებობდა. შსს სხვანაირად ფიქრობს. ჩვენთვის არ არის მისაღები შსს-ს არგუმენტები. მე ველოდები ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეხვედრას. ეს პრინციპული საკითხია. რომ გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ შეხვედრით, ასე არ არის. ჩვენ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვაც მოვითხოვეთ ამ საკითხში. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ, თუკი დავუმტკიცებთ, რომ უფლებების დარღვევით ჩატარდა სპეცოპერაცია.“ - განაცხადა წიქარიშვილმა. 

გუშინ შს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები და შს სამინისტრო სამუშაო რეჟიმში გააგრძელებენ დიალოგს. ჩამოყალიბდება ორი ჯგუფი. ერთი სამუშაო ჯგუფი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე დაიწყებს მუშაობას,  მეორე ჯგუფი კი უშუალოდ 11 მაისის სპეცოპერაციის საკითხს სახალხო დამცველის ფორმატში მოიკვლევს. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^