Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლია გიგაური: დირექტორობის კანდიდატთა შერჩევა გაგვიჭირდა

10 სექტემბერი 2014

თბილისის საჯარო სკოლებში დირექტორთა შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა. როგორც ცნობილია, სერთიფიცირებული დირექტორების სკოლებში განაწილებაზე (წარდგენაზე) განათლების სამინისტროში შექმნილმა კომისიებმა იზრუნეს. სერთიფიცირებულმა პირებმა სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგომამდე გასაუბრება განათლების სამინსიტროში შექმნილ კომისიებთან გაიარეს. 331 სერთიფიცირებული პირიდან სკოლებში მხოლოდ 254 პირი წარადგინეს, 88 კი დაიწუნეს. რატომ მოხდა ამ პირების დაწუნება? რამდენად სამართლიანად და ობიექტურად შეარჩია კომისიამ სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარსადგენი კანდიდატების სია? – 10 სექტემბერს განათლების სამინისტროში ზოგად განათლებაში სიახლეების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საჯარო სკოლის დირექტორთა არჩევნების შესახებ „ლიბერალმა“ მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს, რამდენიმე კითხვა დაუსვა. 

 

5 სექტემბერს  159 საჯარო სკოლაში დირექტორთა არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია?

159 სკოლიდან 32 საჯარო სკოლაში არჩევნები ჩაიშალა.

სკოლები, სადაც ვერ მოხდა დირექტორის არჩევა, დირექტორს მინისტრი დანიშნავს?

კი, მინისტრი დანიშნავს და ეს ცვლილება კანონში ახალი არ არის. ის დებულებაში 2011 წლიდანაა.

შრომით ხელშეკრულებას დირექტორთა სამინისტრო აფორმებს?

თუ დირექტორი დანიშნულია, ხელშეკრულებას დანიშნულ დირექტორთან სამინისტრო აფორმებს.

თბილისში 174 საჯარო სკოლაა. დირექტორობის კანდიდატი ასარჩევად სამინისტრომ 159 სკოლაში წარადგინა. რამდენ სკოლაში არ მოხდა კანდიდატების წარდგენა და რატომ?

კონკურსი გამოცხადდა სულ 169 სკოლაზე. 159 სკოლას კანდიდატები კომისიებმა წარუდგინეს. 8 სკოლას არ წარედგინა. ორ სკოლაზე იყო პრობლემა. კონკურსი გამოცხადდა, მაგრამ არავინ დარეგისტრირდა. ეს მოხდა 214 და 216-ე საჯარო სკოლებში. ჩვენ გვქონდა მოთხოვნა, რომ კანდიდატს სკოლის განვითარების გეგმა უნდა წარმოედგინა. ამ 8 სკოლიდან 6 სკოლაში დირექტორობის მსურველი კანდიდატები კი გვყავდა, მაგრამ  მათ განაცხადეს, რომ  თანხმობის განაცხადში მითითებული სამი სკოლიდან მათთვის პრიორიტეტული პირველი ორი იყო.  შესაბამისად მათი შერჩევა ვერ მოხდა.  

თბილისის მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას 331 კანდიდატი იღებდა. ყველა მათგანი სამინისტროში შექმნილ კომისიებთან გასაუბრებაზე გავიდა, აქედან 243–ის წარდგენა მოხდა. კომისიამ 88 კანდიდატი დაიწუნა და ისინი არც ერთ საჯარო სკოლაში არ წარადგინა. რატომ?

კონკურსში მონაწილეობდა 331 პირი. სკოლებში გაგზავნილი იყო 243 კანდიდატი. დანარჩენებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვა სკოლის შესახებ და შესაბამისად სკოლებში მათი წარდგენა არ მოხდა. ისინი ვერ იქნებოდნენ წარდგენილები, თუ არ წარმოადგენდნენ თავიანთ ხედვებს. როცა კანდიდატი მოდის და გეუბნება, რომ აქედან გასვლის შემდეგ გაიგებს, რა არის სკოლის პრობლემები, ასეთი კანდიდატების  წარდგენა კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია. თითოეულ კანდიდატს, ვისაც აქვს პრეტენზია, ვთხოვთ, მოგვცეს უფლება გავასაჯაროოთ მათთან გასაუბრების ჩანაწერები, თუმცა, ვფიქრობ, რომ ასეთი კანდიდატები არ არსებობენ. მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვაცხადებ – მე ვიყავი ერთ-ერთი კომისიის თავჯდომარე და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ სკოლები დირექტორების გარეშე არ დარჩენილიყო. თუმცა ბევრ სკოლაში მათი შერჩევა გაგვიჭირდა. როდესაც იღებ პასუხისმგებლობას, გსურს გახდე დირექტორი და არ იცი სკოლა, სადაც მიდიხარ, არ იცი სად მდებარეობს ის და არ იცი სკოლის სპეციფიკა, ძალიან ძნელია ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^