Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვისთვის და რისთვისაა საჭირო სკოლების ავტონომია

16 სექტემბერი 2014

მიმდინარე კვირას მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლის დირექტორთა არჩევნები ჩატარდება. შესაბამისად ამ საკითხმა აქტუალურობის პიკს მიაღწია. ყველაზე ხშირად ყურში მოგხვდება სიტყვები, სკოლის ავტონომია, რაც გარკვეულ წრეებში ვნებათა ღელვის საგანია. ეს ვნებათა ღელვა მოქმედებაშიც გადაიზარდა და რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაციამ  შექმნა ალიანსი.  მათ განცხადებაში  წერია:

„სკოლის დირექტორთა ასეთი ფორმით დანიშვნა უგულებელყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ვალდებულებებით უზრუნველყოფილ მოვლენას, რომელსაც სკოლის ავტონომია ეწოდება. სამინისტროს მხრიდან უხეშად ირღვევა სისტემის მართვის დემოკრატიული პრინციპები".

დიახ, საყურადღებოა ფრაზა სკოლის ავტონომია. როცა ვუსმენ მსგავს განცხადებებს ასეთი კითხვა მიჩნდება: რეალურად არის კი ეს ის ავტონომია, რომლსაც მოსწავლისთვის პირდაპირი პოზიტიური ეფექტი მოაქვს? შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ფორმით არსებულმა სკოლის ავტონომიამ მოსწავლის სასიკეთოდ იმუშაოს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე კითხვას დავსვამ, რომლებიც უშუალოდ მოსწავლეს შეეხება.

  • შეუძლია  თუ არა, სკოლის დირექტორს არსებული ავტონომიის პირობებში პოტენციურ პედაგოგებს შესთავაზოს გაცილებით მაღალი ხელფასი და მოიზიდოს მაღალკვალიფიციური კადრები?
  • შესაძლებელია თუ არა, ამ ავტონომიის პირობებში მოხდეს მასწავლებლების მაღალკვალიფიციური გადამზადება, საზღვარგარეთ  თუნდაც რამდენიმეკვირიან კურსზე გაგზავნა?
  • შესაძლებელია თუ არა სასწავლო პროგრამის ან სასწავლო რესურსების შეცვლა?
  • აქვს თუ არა პედაგოგს უფლება ასწავლოს მისთვის სასურველი განსხვავებული მეთოდით?
  • შეუძლია თუ არა, გამორიცხოს ზარი სასკოლო ცხოვრებიდან?
  • შეუძლია  დამოუკიდებლად სტანდარტების გარეშე  შეაფასოს  პედაგოგის საქმიანობა ?

რეალობის გავითვალისწინებით ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვებზე არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი - არა!

დავუბრუნდეთ ისევ დირექტორთა  შერჩევის  საკითხს. როგორც ვიცით გასაუბრებისას ითხოვდნენ სკოლის სტრატეგიული გეგმის წარდგენას.  ასეთი გეგმის მიზანია, კანდიდატისგან ცვლილებების განხორციელება, რათა გაუმჯობესდეს სწავლება.   

თუმცა, როცა კანდიდატმა იცის, რომ შეუძლებელია ცვლილებების განხორციელება და მაინც მიდის  კონკურსზე, საეჭვოა, მისი მოტივი იყოს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რაიმეს შეცვლა.   

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება. სისტემა, სადაც ბევრის არაფრის შეცვლა არ შეიძლება წინაწარ განსაზღვრავს იდეალურ კადრს ამ სისტემისთვის - ეს არის კარგი აღმსრულებელი და არა დამოუკიდებლად, კრიტიკულად მოაზროვნე კადრი.   

დაბოლოს, კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება – რატომ არასდროს არავინ ითხოვს რეალურ  ცვლილებებს და რატომ არასდროს არავინ საუბრობს მოსწავლეების შესახებ? არსებულ სიტუაციას ყველაზე უკეთ ეს გამოთქმა ესადაგება – „დღევანდელი განათლების სისტემა მაგონებს ძველ სურათს, რომელიც მთლიანად მტვრის ფენითაა დაფარული, რადგან მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობაში ჩვენ შემოვიტანეთ სხვადასხვა ჯგუფების პირადი ინტერესები, რომლებიც უმთავრესად ვაქციეთ",  – სერ კენ რობინსონი

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^